სიახლეები
„ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“
20/06/2016
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, 23 ივნისს პროექტის - „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტის ორგანიზატორების ცნობით, პროექტი წიგნ-ალბომსა და მონეტების კოლექციას აერთიანებს, 24 განსხვავებული მონეტა, საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.
„ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, გახდეს წიგნი-ალბომის მფლობელი, თვეში ერთხელ კი პირად კოლექციას თითო მონეტა შემატოს. წიგნ-ალბომში საგანგებოდაა გამოყოფილი ადგილები, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მონეტების ზუსტი ასლებით ივსება. ალბომს მოჰყვება სპეციალური ლუპა.
პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, „გამომცემლობა პალიტრა L“-ისა და ,,კვირის პალიტრის’’ მიერ განხორციელდა. ალბომზე ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. წიგნ-ალბომში წარმოდგენილი მონეტების ორიგინალები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















