სიახლეები
პროექტი - „შემოსაზღვრე საქართველოს“ რამდენიმე ეტაპი განხორციელდება
18/06/2016
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 18 ივნისიდან 3 სექტემბერამდე პროექტი - „შემოსაზღვრე საქართველოს“ რამდენიმე ეტაპი განხორციელდება.
კულტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართვის მიზნით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ქართველი მწერლები დღეს სოფელ რუხს ესტუმრებიან და მკითხველებთან კულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების გზებზე ისაუბრებენ.
„ვეფხისტყაოსნის“ 850 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთველოლოგი ლევან გიგინეიშვილი წაიკითხავს ლექციას „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, ხოლო კულტურული პროცესების განვითარებისა და კულტურათაშორის დიალოგის მნიშვნელობაზე ლექციას წაიკითხავს ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი სალომე კაპანაძე. შეხვედრების პარალელურად, რუხის ციხეში კონცერტს ფოლკლორის ანსამბლი „ოდოია“გამართავს. აქვე მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენა და კონცერტი როგორც მოწვეული, ასევე ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















