სიახლეები
გელათის მონასტრის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება
18/06/2016
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - გელათის მონასტრისსრული რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებიიუნესკოს მსოფლიომემკვიდრეობის ცენტრთანდა იკომოსთანშეთანხმებით მიმდინარეობს.
გელათისარქიტექტურული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პროქტია, რომლის ფარგლებში მთავარი ტაძრის გუმბათის ყელის ქვის კონსერვაცია და სრული გადახურვა თავდაპირველი მეთოდით და მასალით, უკვე დასრულებულია.
ამდროისთვის გელათის კომპლექსში აღდგენილია გელათის აკადემია, აღმოსავლეთის და დავითის კარიბჭე, სამრეკლო, წმ ნიკოლოზის ეკლესია და გაბრიელ ქიქოძის საეპისკოპოსო სასახლე.
გელათისმონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში აღმოიფხვრა მოხატულობის ბათქაშისა და ფერწერული ფენის დაზიანებები და კონსერვაცია ჩაუტარდა ფრაგმენტულად შემორჩენილ XIV საუკუნის კედლის მხატვრობასა და წმ. მარინეს ეკვდერის XV-XVI საუკუნის ფრესკებს.
სამუშაოებისშემსრულებლები „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, „საქართველოს მემკვიდრეობა“, სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია კონსერვაციის ცენტრი, „იკორთა 2007“ არიან.
პროექტიხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















