Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


gsdfg

ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო სამეცნიეროკონფერენცია გაიმართება

15/06/2016

16-19 ივნისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მარილი, სპილენძი და ოქრო კავკასიაში - ადრეული სამთო საქმისა და მეტალურგიის წარმოშობა კავკასიაში" გაიმართება. 

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, კონფერენცია არის ამავე სახელწოდების ქართულ-გერმანულ-ფრანგულ-აზერბაიჯანული პროექტის ნაწილი, რომელიც 4 წელია მიმდინარეობს და ფინანსდება გერმანიის სამეცნიერო ფონდისა (DFG) და საფრანგეთის სამეცნიერო სააგენტოს (ANR) მიერ. კონფერენცია ეძღვნება კავკასიაში ამ ხნის განმავლობაში ჩატარებულ უახლეს ინტერდისციპლინარულ სამეცნიერო კვლევების შედეგებს. 

 კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 40-მდე მეცნიერი საქართველოდან, გერმანიიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ინგლისიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.


 განხილული იქნება შემდეგი საკითხები: კავკასიის უძველეს მოსახლეობაში მიმდინარე ტექნიკურ-ტექნოლოგიური განვითარების პირველი აფეთქება უძველეს მეტალურგიასა და სამთო საქმეში;

საყდრისში, კაცობრიობის ოქროს უძველეს სამთო წარმოების არქეოლოგიურ ძეგლზე და ძეძვების სამთოელთა დასახლებაზე ჩატარებული 12-წლიანი ინტერდისციპლინარული კვლევების შედეგები; საქართველოში, აზერბაიჯანისა და ურის (მესოპოტამია) სამეფო სამარხებში აღმოჩენილი ოქროს ნივთების გეოქიმიური კვლევების შედეგები; ანანაურის ელიტის ყორღანში აღმოჩენილი მასალების თავისებურებები; ძვ.წ V-III ათასწლეულებში კავკასიის უძველეს კულტურებში მეტალურგიული სპილენძის განვითარების საკითხები; მეტალურგიული სპილენძის განვითარების საკითხები კავკასიის უძველეს კულტურებში ძვ.წ V-III ათასწლეულებში; ინტერდისციპლინარული კვლევების უახლესი მიღწევები მარილის საბადოზე დუზდაღში, ოვჩულარ თეფეზე, ზირინჩლიკსა და ქიულ/თეფეს უძველეს ნამოსახლარებზე (ნახიჭევანი, აზერბაიჯანი), მენთეშ-თეფეზე (აზერბაიჯანი);


ცენტრალური ირანის უძველესი სამთო საქმისა და არქეომეტალურგიის საკითხები; სამთო არქეოლოგიური, არქეომეტალურგიული და არქეოგეოლოგიური კვლევები სომხეთში. 

კონფერენციის ფარგლებში, 16 ივნისს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენა - ,,საქართველოს არქეოლოგია ახალი აღმოჩენების ფონზე". ექსპოზიცია ეძღვნება აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის 95 წლის იუბილეს. დამთვალიერებელი გაეცნობა ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი ადამიანების სოციალურ და ეკონომიურ ურთიერთობებს, მათ რელიგიასა და კულტურას. 

გამოფენაზე წარმოდგენილი არტეფაქტები, ფილმი და ფოტოები მნახველს გააცნობს სამთო წარმოების სხვადასხვა ტექნიკას. ამასთანავე, წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები ძეძვების ნამოსახლარიდან - სამარხებიდან, ნასახლარებიდან და სახელოსნოებიდან; ანანაურში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. III ათასწლეული) ელიტის სამარხი, ხის ურმები, ძვირფასი სამკაული და სხვა. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced