Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Gsdf

„თიბისი გალერეა“ გიორგი ქობელაშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

15/06/2016

„თიბისი გალერეა“ უსინათლო მხატვრის, გიორგი ქობელაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას „თვალით და გონებით დანახული სამყარო“ მასპინძლობს. 

„თიბისი ბანკის“ ცნობით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ შექმნილი 70-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც გიორგი ქობელაშვილმა 2001 წლამდე, მხედველობის დაკარგვამდე და მას შემდეგ შექმნა. უსინათლო მხატვრის შემოქმედება პორტრეტის, ნატურმორტისა და პეიზაჟის ჟანრში არის შესრულებული.

გიორგი ქობელაშვილის ნამუშევრებში და შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ძველი თბილისის თემას. მხედველობის დაკარგვის მიუხედავად, გიორგი ქობელაშვილი დღემდე სხვადასხვა ჟანრში, მათ შორის, გრაფიკაში მუშაობს, რაც განსაკუთრებულ სიზუსტესა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ის აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებში. 


გიორგი ქობელაშვილმა მხედველობა 90-იანი წლების შემდეგ დაკარგა. ამბობს, რომ მისი შემოქმედება და ცხოვრების სტილი შშმ პირებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია. 

გიორგი ქობელაშვილის პერსონალური გამოფენა „თვალით და გონებით დანახული სამყარო“ დამთვალიერებელს “თიბისი გალერეაში” 17 ივნისამდე ელოდება. გამოფენაზე შესაძლებელია მხატვრის ნამუშევრების შეძენაც.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced