სიახლეები
ბერლინში საქართველო-გერმანიის ბიზნეს ფორუმი გაიმართება
15/06/2016
ბერლინში, დღეს საქართველო–გერმანიის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ (EUGBC) ინფორმაციით, ფორუმს ევროპის სავაჭრო-სამრწეველო პალატათა ასოციაციის მხარდაჭერით, გერმანიაში საქართველოს საელჩოსთან და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან თანამშრომლობით გამართავენ.
ბიზნეს ფორუმს Trade and Business with Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. მასში მონაწილეობას იღებს 100–ზე მეტი გერმანული და 30–ზე მეტი ქართული კომპანია შემდეგი სექტორებიდან: სატრანსპორტო გადაზიდვები და ლოგისტიკა, მშენებლობა, ტელეკომუნიკაციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, წარმოება, იურიდიული, ფინანსური და საბანკო მომსახურეობა.
ფორუმის დამთავრების შემდეგ ქართული ღვინის ექსპო და ეკონომიკური ფოტოგამოფენა გაიმართება. დაინტერესებულ კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
აღნიშნული ბიზნეს ფორუმის მთავარი მიზანი საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა, კერძოდ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ევროპულ ბაზარზე პოტენციური პარტნიორების მოძიება და საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















