სიახლეები
Check in Georgia-ს ფარგლებში „ფოლკლორის დღეები“ გრძელდება
15/06/2016
Check in Georgia-ს ფარგლებში „ჰით ბათუმი 2016“ დაიწყო, რომელიც “ფოლკლორის დღეებით“ 6 ივნისს გაიხსნა. დღეს, 15 ივნისს, 18:00 საათზე, ბათუმის კოლონადებთანზღვისპირა ქალაქელებისადა მათისტუმრების წინაშეფოლკლორულ–ეთნოგრაფიულიჯგუფი “ძირიანი”კონცერტითწარსდგება.
„ფოლკლორის დღეებზე“ კონცერტებს გამართავენ სახელმწიფო, მუნიციპალური და თბილისის ანსამბლები, რომლებიც ქართულ ხალხურ შემოქმედებას ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს 70 დღისგანმავლობაში გააცნობენ. „ფოლკლორის დღეები“ ბათუმში 10 სექტემბერს დასრულდება. ხვალ, 16 ივნისს, 18:00 საათზე, ბათუმის კოლონადები ზუგიდდის ფოლკლორს დაეთმობა და მაყურებლის წინაშე ანსამბლი „ოდოია“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჩელა“ წასრდგება.
მნიშვნელოვანია, რომ ერთი კვირის განმავლობაში „ფოლკლორის დღეების“ ფარგლებში ზღვისპირა ქალაქში კონცერტები გამართეს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ქობულეთი“ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „გურია“.
„ფოლკლორის დღეებზე“ ასევე მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, თერჯოლის, ქედის, ზესტაფონის, ლენტეხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტებიდან.
წელს, ფესტივალი ანსამბლმა „ერისიონმა“ გახსნა. შარშანდელთან განსხვავებით, ამჯერად, ფოლკლორი ზღვისპირა ქალაქში თითქმის ყოველდღიურად იქნება წარმოდგენილი. 70 დღის განმავლობაში ამავე რაოდენობის კონცერტი გაიმართება და მონაწილეობას 73-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს. „ჰით ბათუმი 2016“ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ჯგუფის ძირითად საქმიანობას და მიმართულებას წარმოადგენს მივიწყებული რაჭული ფოლკლორის აღდგენა და პოპულარიზაცია იმ საშემსრულებლო მანერითა და ტრადიციით, როგორც ყოფაში სრულდებოდა. „ძირიანის“ რეპერტუარი ეფუძნება როგორც ძველ საარქივო ჩანაწერებს, ასევე ხელმძღვანელის მიერ ფოლკლორისტულ ექსპედიციებში მოპოვებულ ახალ მასალებს.
ჯგუფი ძველ, მივიწყებულ რაჭულ სიმღერებსა და ცეკვებს რაჭული ყოფისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ჭიანურით, სტვირით, დაირისა და გარმონის თანხლებით ასრულებს
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















