სიახლეები
დღეს ოპერაში საქველმოქმედო სპექტაკლი ჩატარდება
15/06/2016
დღეს ნინო სურგულაძისსაქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე“, თბილისის ოპერისთეატრის საბალეტოდასი დაორკესტრი, მაყურებელს მსოფლიოპრემიერას შესთავაზებენ,– ამის შესახებინფორმაციას კულტურისსამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროსცნობით, სპექტაკლი "სიყვარულისთვის“ ორი ნაწილისაგან შედგება და ოპერისა და ბალეტის სინთეზს წარმოადგენს, რომელშიც ერთობლივადაა წარმოდგენილი ნინო როტას სუიტაზე (ფედერიკო ფელინის ფილმიდან La Strada) დადგმული ბალეტი და ფრანსის პულენკის მონო ოპერა "ადამიანის ხმა“.
პირველ ნაწილში მთავარ როლს პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი შეასრულებს, პულენკის მონო ოპერას კი მსოფლიოში სახელგანთქმული მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე იმღერებს.
დადგმა იტალიელმა ხელოვანებმა განახორციელეს: რეჟისორი მარკო გარდინი, ცნობილი იტალიელი რეჟისორის ფრანკო ძეფირელის პარტნიორია, დამდგმელი ქორეოგრაფი ჯანლუკა სკიავონი კი ლა სკალასა და მსოფლიო სხვა თეატრებში მოღვაწეობს, დამდგმელი მხატვარი ანდრეა ტოკიო, კოსტიუმების მხატვარი სიმონა რორეზი, მხატვარი გამნათებელი ვირჯინიო ლევრიო.
სპექტაკლებს მაესტრო კარლო პონტი უდირიჟორებს.
15 ივნისის საქველმოქმედო სპექტაკლს საპატიო სტუმრის სტატუსით მსოფლიო კინოვარსკვლავი სოფია ლორენი დაესწრება. სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მკურნალობას.
სპექტაკლი ასევე, 17 და 19 ივნისსგაიმართება, დასაწყისი 19:00 საათზე.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















