Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


gdqw

ქართველი მწერლები იტალიაში ემიგრანტებისთვის პოეზიის საღამოებს გამართავენ

14/06/2016

ქართველი მწერლები პროექტის ”ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში,15-23 ივნისს, იტალიის სხვადასხვა ქალაქში - ბარი, ფლორენცია, რომი - ემიგრანტებისთვის პოეზიის საღამოებს გამართავენ. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, იტალიაში მცხოვრებ ქართველებს საკუთარ შემოქმედებას წარუდგენენ - ზვიად რატიანი, ელა გოჩიაშვილი, ლელა სამნიაშვილი, მარიამ წიკლაური, ნიკა ჯორჯანელი, ლია ლიქოკელი, გიორგი არაბული და კატო ჯავახიშვილი. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლიტერატურული საღამოები, ქართველი პოეტების შეხვედრები ემიგრანტებთან, სტუმრობა იტალიის სხვადასხვა საგამომცემლო სახლში და ადგილობრივ ბიბლიოთეკებში ქართული წიგნის კუთხეების შევსება. ბიბლიოთეკები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნებით განახლდება.

აღსანიშნავია, რომ ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, იტალიაში გამოიცა თანამედროვე ქართველ პოეტთა მცირე ანთოლოგია, (მთარგმნელი და შემდგენელი ნუნუ გელაძე) რომელშიც „ცოცხალი წიგნების“ რამდენიმე ავტორის ლექსია შესული. 
იტალიურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა პოეტ გივი ალხაზიშვილის ლექსების კრებულიც - „ვრცელი წამი“, რომელშიც ავტორის 60-მდე ლექსია შესული და პოეტის სამ წიგნს - „უცნობი მზე“, „ჩემი დღეების მიწა“ და „ეპისტოლეთა წიგნი“ აერთიანებს. 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლის 14 იანვარს, „დედაენის დღეს“ დაიწყო. პროექტი, რომელშიც 80 მწერალია ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced