სიახლეები
მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე პრემიერს საფრანგეთიდან გრიგოლ რობაქიძის გადმოსვენებას სთხოვს
14/06/2016
მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს და საფრანგეთიდან გრიგოლ რობაქიძის გადმოსვენებას სთხოვს.
”ბატონო გიორგი, პატივი მაქვს მოგმართოთ თხოვნით და მჯერა ამ თხოვნაში არა მარტო ჩემი პირადი, არამედ არაერთი ჩვენი თანამემამულის სურვილიც შეიძლება გამოიხატოს.
ღრმად მწამს, რომ შეგიძლიათ ფასდაუდებელი საჩუქარი გაუკეთოთ ქართველ ხალხს, მომავალ თაობებს და ამით ძლიერმოქმედი ბიძგი მისცეთ ქვეყანაში ახალი, პროგრესული, საგანმანათლებლო ძალების დამკვიდრებას.
საკითხი ეხება დიდი ქართველის, განსაკუთრებულად გამორჩეული პიროვნებისა და მწერლის, ქართული ენის რეფორმატორის, მოაზროვნის, საზოგადო მოღვაწის, თავისი სამშობლოს ერთგული შვილის - გრიგოლ რობაქიძის საფრანგეთიდან გადმოსვენებას და ამით მის საბოლოო რეაბილიტაციას.
საქართველოს ფარგლებს გარეთ და მის შიგნით ამჟამად შექმნილი, ამ ფაქტისთვის უაღრესად ხელსაყრელი პირობები საფუძვლიან იმედს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ თქვენს მიერ პიროვნულად გამოვლენილი კეთილი ნების ჟესტი ამ საკითხის აღსრულების საწინდარი გახდება”, - ნათქვამია ღია წერილში.
როგორც ბალანჩივაძე აღნიშნავს, ის რობაქიძესთან ნათესაურ კავშირში არ არის და აღნიშნულით არც ფინანსური დაინტერესება გააჩნია.
”თუ ამ ნაბიჯმა თავისი დადებითი შედეგი გამოიღო, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ეს თუნდაც სამომავლოდ, ახალი, ჭეშმარიტად პროგრესული სახელმწიფოს შენების შესაძლებლობის ნიშანი გახდება, თქვენ კი ის კეთილი ნების ადამიანი, რომელმაც ღირსეული საქმით, კვლავ დააბრუნა მზის ერთი სხივი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ანათებს გრიგოლ რობაქიძის გამორჩეული პიროვნებისა და შემოქმედებიდან”, - ნათქვამია ღია წერილში.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















