სიახლეები
საქართელოში ისრაელის თანამედროვე ქორეოგრაფიის დასი ჩამოდის
14/06/2016
თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიური ფესტივალი გრძელდება. 14 ივნისს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრში ისრაელის თანამედროვე ქორეოგრაფიის დასის დადგმა "ვერტიგო 20“ გაიმართება,– ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიურ ფესტივალი წელს პროექტის "Check in Georgia" ფარგლებში, 12-14 ივნისს ტარდება და ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას.
ფესტივალი სისტემატურად ატარებს მასტერკლასებს ქორეოგრაფიასა და თანამედროვე ცეკვაში, დადგმების განსახორციელებლად იწვევს უცხოელ ქორეოგრაფებს საქართველოში, ხელს უწყობს ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული დასების გასტროლებს მასპინძლობს.
ფესტივალის თბილისში ჩატარების იდეა 2012 წელს გაჩნდა და ის საქართველოში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარებასა და შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას ემსახურება.
ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორია ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია "პლატფორმა ცვლილებებისთვის”. ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ისრაელის საელჩო, პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















