Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


pat

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი მსოფლიო პატრიარქსა და ყველა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებს

14/06/2016

მის ყოვლადუწმიდესობას, ბართლომეოს I,
კონსტანტინეპოლის, –  ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო,
გულითადად მოგესალმებით და შევთხოვთ უფალს, რათა მოგანიჭოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერ სიცოცხლე; ამასთან დიდი პატივისცემით გვსურს  თქვენ და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიათა უწმინდეს და უნეტარეს წინამძღოლებს გაცნობოთ, რომ 2016 წლის 10 ივნისს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომა, რომელმაც განიხილა წმინდა და დიდი კრების ირგვლივ დღეს არსებული ვითარება და გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეკლესიის დეალეგაცია კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.   გაცნობებთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, რომ ჩვენი ეს დადგენილება პირველ რიგში მომდინარეობს იმ სურვილიდან, რომ ნაწილობრივ მაინც ავიცილოთ ეკლესიაში სხვა და სხვა საკითხთან მიმართებაში პრობლემების გაღრმავება.

გამოვითხოვთ თქვენს წმინდა ლოცვებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
13 ივნისი, 2016 წელი

P.s. გიგზავნით საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის ამონაწერს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced