Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


5644

თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიური ფესტივალი გრძელდება.

13/06/2016

კულტურის დაძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 14 ივნისს, რუსთაველის თეატრში, საქართველოს კულტურისა დაძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ისრაელის თანამედროვე ქორეოგრაფიის დასის დადგმას „ვერტიგო 20“ დაესწრება. 

თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიურ ფესტივალი წელს პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში, 12-14 ივნისს ტარდება და ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: თანამედროვე ცეკვასა დაექსპერიმენტულ ხელოვნებას. 

ფესტივალი სისტემატურად ატარებს მასტერკლასებს ქორეოგრაფიასა დათანამედროვე ცეკვაში, დადგმების განსახორციელებლად იწვევს უცხოელ ქორეოგრაფებს საქართველოში, ხელს უწყობს ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული დასების გასტროლებს მასპინძლობს. 

ფესტივალის თბილისში ჩატარების იდეა 2012 წელს გაჩნდა და ის საქართველოში თანამედროვე ცეკვისა დაექსპერიმენტული ხელოვნების განვითარებასა და შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას ემსახურება. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced