სიახლეები
ანტიოქიის წმინდა სინოდის სამდივნოს განცხადება ბალამანდი, 6 ივნისი, 2016 წელი გადაწყვეტილება
13/06/2016
მეშვიდე საგანგებო სესიის ფორმატში, რომელიც 2016 წლის 25 მაისს გაიხსნა, ანტიოქიის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 6 ივნისს გამართა სხდომა მისი უწმინდესობის იოანე X-ის თავმჯდომარეობით და ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსების მონაწილეობით.
კრების მიზანი იყო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციების შესწავლა წმინდა და დიდ საყოველთაო მართლმადიდებლურ კრებასთან (შემდგომში: „დიდი კრება“) მიმართებით, აგრეთვე იმ საკითხებისა, რომლებიც აღნიშნული კრების დღის წესრიგშია შეტანილი, რათა ანტიოქიის ეკლესიას შესაბამისი პოზიცია გამოეხატა ამ საკითხის შესახებ. მსჯელობისას უნდა გაგვეთვალისწინებინა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის ამა წლის 31 მაისის გადაწყვეტილება: „კომისიის ფორმირების შესახებ ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოების წარმომადგენელთა შემადგენლობით, რომელნიც შეიკრიბებიან დიდი და წმინდა კრების დასრულებისთანავე. აღნიშნულ შეკრებაზე კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მხოლოდ კოორდინატორის როლი ეკისრება“. სხდომას ასევე უნდა გამოემუშავებინა გადაწყვეტილება იერუსალიმის საპატრიარქოს მიერ ყატარის საემიროში ანტიოქიის საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქციის საზღვრების დარღვევასთან დაკავშირებით.
განიხილეს რა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციები, ანტიოქიის ეკლესიის სინოდის წევრები შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ:
1. ჯერ კიდევ განსხვავებულია მთელი რიგი ადგილობრივი ეკლესიების პოზიციები დიდი კრების დღის წესრიგში შეტანილ უმეტეს საკითხთან მიმართებით; ზოგიერთი ეკლესია არ ეთანხმება დიდი კრებისთვის წარმოდგენილ რამდენიმე დოკუმენტს არსებული ფორმით, რაც ამ ეკლესიებმა ნათლად ჩამოაყალიბეს თავიანთი წმიდა სინოდების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში. 2. ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესია გამოხატავს არსებით შენიშვნებს დიდი კრების ორგანიზაციულ ასპექტებთან დაკავშირებით, _ ეს ეხება ფინასურ ხარჯებს, ასევე, იმ შეთანხმებათა განხორციელების გზებს, რომლებიც მიღწეულია მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს შორის შამბეზში 2016 წლის შეხვედრაზე. 3. ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2016 წლის 1 ივნისის სინოდის გადაწყვეტილებაში ჩამოაყალიბა თავისი შენიშვნები და უწმინდეს მსოფლიო პატრიარქს დიდი კრების მოწვევის გადავადება სთხოვა აქტიური მოსამზადებელი სამუშაოების გაგრძელების წინადადებით. წინაღმდეგ შემთხვევაში ის უარს ამბობს კრებაში მონაწილეობაზე. 4. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, 2016 წლის 3 ივნისის სინოდის გადაწყვეტილების თანახმად, წინადადებით შემოვიდა, დიდი კრების დაწყებამდე გამართულიყო ექსტრენული თათბირი გადაუჭრელი პრობლემების შესასწავლად და ეკლესიების სინოდების მიერ გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად. ამ გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია კრების მონაწილე ყველა ავტოკეფალური ეკლესიის მხრიდან კონსენსუსის პრინციპის პატივისცემის აუცილებლობა.
ანტიოქიის ეკლესიის სინოდის წევრებმა ყურადღება მიაქციეს იმასაც, რომ: 1. ანტიოქიის ეკლესიის კომენტარები და შენიშვნები, რომლებიც ეხებოდა დიდი კრების შიდა პროცედურებსა და ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთურთა 2016 წლის 21-28 იანვრის სინექსისის გადაწყვეტილებას (ამ ორ დოკუმენტს ანტიოქიის მართლმადიდებლმა ეკლესიამ ხელი არ მოაწერა), დღემდე არ არის ყურადღებული, მიუხედავად იმ წესებისა, რომელნიც დადგენილია ერთობლივი მართლმადიდებლური მუშაობისათვის მისი უწმინდესობის მსოფლიოს პატრიარქის ათინაგორე I-ს მიერ, რომელმაც დასაბამი დაუდო დიდი კრების მზადებას. ეს წესები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ავტოკეფალურ ეკლესიებს შორის ყველა გადაწყვეტილების ირგვლივ საყოველთაო შეთანხმების აუცილებლობას. 2. დოკუმენტი, რომელიც ეხება ქორწინების საიდუმლოსა და მის დამაბრკოლებელ მიზეზებს, ჯერაც არ არის მოხსნილი დიდი კრების დღის წესრიგიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ხელმოწერილი ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიების მიერ. 3. დიასპორის შესახებ საკითხი შეტანილია დიდი კრების დღის წესრიგში, თუმცა არ ყოფილა შეფასებული ამ საკითხთან დაკავშირებით ეპისკოპოსთა შეკრებების მუშაობა, მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა ანტიოქიის საპატრიარქოს მხრიდან, მოწვეულიყო საგანგებო სხდომა აღნიშნული ასამბლეების შედეგების შესაფასებლად და მათ შესახებ საეკლესიო გადაწყვეტილების მისაღებად დიდი კრების მოწვევამდე. ეს შეკრებები ემსახურებოდა „გარდამავალი წესრიგის შექმნას, რომელიც დიასპორების პრობლემების ჯანსაღი და კანონიკური გზით გადასაჭრელად საძირკველს მოამზადებდა, იმ პირობით, რომ მათი მოღვაწეობა შეიზღუდებოდა დიდი კრებისათვის მზადების პერიოდით…“ (2009 წლის 6-12 ივნისს შამბეზში ჩატარებული მართლმადიდებლური კრებისწინა მეოთხე თათბირის ტექსტის პარაგრაფი 1. პუნქტ გ). შესაბამისად, აუცილებელია შეფასდეს ამ ასამბლეათა მუშაობადიდი კრების დაწყებამდე, რათა მას უშუალოდ, წინასაკრებო მომზადების გარეშე, არ მოუწიოს დიასპორების პრობლემებისა და ეპისკოპოსთა შეკრებების შედეგების განხილვა. 4. საკითხი „საეკლესიო კალენდრისა და აღდგომის დღესასწაულის ერთიანი თარიღის შესახებ“, მოსხნილია დიდი კრების დღის წესრიგიდან, მიუხედავად ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის მისი აქტუალობისა, რომელიც ამ პრობლემასთან დაკავშირებით მართლმადიდებელი ეკლესიის სავსებისგან სამწყემსო პოზიციის დაფიქსირებას ელოდებოდა. 5. ქვეთავი, რომელიც უკავშირდება სხვა ქრისტიანებთან დიალოგის შეფასებას, და რომლის პროექტის შედგენაც ნავარაუდევი იყო ახლო მომავალში დიდი კრების დაწყებამდე დოკუმენტში – „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ – შესატანად, აქამდეც არ არის შედგენილი და მოწონებული. 6. დოკუმენტის – „ავტონომია და მისი გამოცხადების წესი“ – შინაარსი, უნდა იყოს მოწონებული მანამდე, სანამ ის დიდი კრების დღის წესრიგში იქნება შეტანილი. 7. უკანასკნელი კრებისწინა ეტაპი აღინიშნა მოსამზადებელ სამუშაოებში მართლმადიდებელი ეკლესიების რეალური და ეფექტური წვლილის შეუტანლობით, სამდივნოს მუშაობის ნელი ტემპით და სესიების მუშაობასადა გრაფიკებთანდაკავშირებით სიცხადისარარსებობით, რამაც შეიძლება სინოდალურისესიების ჩაშლა გამოიწვიოს. 8. მსოფლიოს საპატრიარქოსუკანასკნელი შემოთავაზება, დათარიღებული 2016 წლის 31 მაისით, იმის თაობაზე, რომ იერუსალიმის საპატრიარქოსთან არსებული დავის გადაჭრაგადაიდოს დიდი კრების დასრულებამდე, წინააღმდეგობაში მოდის მსოფლიო პატრიარქის 2016 წლის 5 აპრილის ინიციატივასადა მასზე ანტიოქიის საპატრიარქოსპასუხთან, ასევე, აჩვენებს ამ სერიოზული პრობლემისადმი უპატივცემულობას, რაც აუცილებლადაისახება წმინდა და დიდ მართლმადიდებლურ კრებაზე. წმინდა და დიდი კრება ვერ ჩატარდება, როდესაც გაწყვეტილიაევქარისტული კავშირიორ სამოციქულოეკლესიას შორის, თუ მხედველობაშიმივიღებთ აღნიშნულიკრების ევქარისტულხასიათს. ზედ კრების ზღურბლზეწამოყენებული შემოთავაზებაგვიტოვებს ერთადერთდა, თანაც, მიუღებელ გზას – მივიღოთ მონაწილეობა დიდი კრებაში, მაგრამ ამასთან არ შევასრულოთ ევქარისტია, ვინაიდან არ იქნა მოძიებულიიმ დავის გადასაჭრელი გზები, რომელიც იერუსალიმისსაპატრიარქოს მხრიდანკანონიკურმა დარღვევამწარმოშვა, და რომელიც აგერ უკვე სამ წელზე მეტია გრძელდება (აღნიშნულდავასთან დაკავშირებითიხ. 2016 წლის 1 ივნისით დათარიღებულიანტიოქიის ეკლესიისსინოდის განცხადება). 9. იერუსალიმის საპატრიარქოსმხრიდან იურისდიქციული საზღვრების დარღვევასთან დაკავშირებითწარმოქმნილმა პრობლემამკიდევ უფრო შემაშფოთებელი და საშიში მასშტაბებიმიიღო იერუსალიმისსაპატრიარქოს განცხადებისშემდეგ, რომელიცმან გააკეთაანტიოქიის საპატრიარქოსთან მიმოწერის პროცესში, რომ თითქოსდა ანტიოქიისიურისდიქციაში არსებულისხვა კანონიკურიტერიტორიებიც იერუსალიმისეკლესიას მიეკუთვნება.
გასათვალისწინებელია, რომ ანტიოქიის ეკლესიაძალისხმევას არ იშურებს მართლმადიდებლური ერთობის შესანარჩუნებლად საყოველთაომართლმადიდებელი კრებისათვისმზადების დასაწყისიდანვე (1961 წ.), რჩებოდა რა ნეტარხსენებული პატრიარქებისილია IV-ისა და ეგნატე IV-ის ერთგული, რომლებმაც უზარმაზარიწვლილი შეიტანესმომავალი დიდი კრების კრებისწინაშეკრებების განხორცილებაში. ანტიოქიის საპატრიარქო, თავისი პატრიარქის იოანე X-ს სახით, მთელი გულმოდგინებით, სიმტკიცითა და მსხვერპლგაღებით ცდილობს ამ ერთობისშენარჩუნებას. მიუხედავადიმისა, რომ ანტიოქიის ეკლესიასხელი არ მოუწერია ავტოკეფალურიმართლმადიდებელი ეკლესიებისმეთაურების სინაქსისისგადაწყვეტილებაზე ფანარაში 2014 წლის მარტში, მან მაინც მიიღო მონაწილეობა დიდი კრების მოსამზადებელი კომისიების მუშაობაში კრებისწინამეხუთე თათბირზეშამბეზში 2015 წელს და ავტოკეფალურიმართლმადიდებელი ეკლესიებისმეთაურების სინაქსისშიშამბეზში 2016 წელს. ასევე, მიუხედავადიმისა, რომ უკნასკნელი თათბირებისარც ერთ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია, დიდი საყოველთაომართლმადიდებლური კრების მოსამზადებელი კომისიებისმუშაობაში მაინც მონაწილეობდა იმ მიზნით, რომ შეწეოდა ერთობლივმართლმადიდებლურ შრომას, რასაც ის აკეთებს ათწლეულებისგანმავლობაში იმის სასოებით, რომ გადაიჭრება ყველა დაგროვილი პრობლემადიდი კრების მოწვევამდე.
ანტიოქიისეკლესიამ ამ მოვლენას, უდიდესსდა უბრწყინვალესს ეკლესიის უახლოეს ისტორიაში, მიაკუთვნა მისი დამსახურებული ადგილი, მოამზადა მისი ყველა დოკუმენტისპროექტები არაბულ ენაზე და მისაწვდომი გახადა მთელი მრევლისთვის. ანტიოქიის ეკლესიისწმინდა სინოდი ასევე ჩართულიიყო კრებისათვისმოსამზადებელ სამუშაოშიდა მის დოკუმენტებში საჭირო ცვლილებების შეტანისწინადადებებით გამოდიოდა.
ყოველივეზემოაღნიშნულიდან შეგვიძლიადავასკვნათ, რომ წმიდა და დიდი კრების მოწვევა, რომლის მზადებაცთაობების მანძილზეგრძელდება, მუქარისქვეშაა რიგი სირთულეების გამო და შემდგომმუშაობას საჭიროებსარსებული პრობლემებისაღმოსაფხვრელად და მის ჩატარებასადა მუშაობასთანდაკავშირებული პრაქტიკულიდეტალების დასაზუსტებლად.
ანტიოქიისეკლესიას, მის მიერ გადატანილიგანსაცდელების ფონზე, რომლებიც ყველაზედრამატული იყო მთელი მისი ისტორიის მანძილზე, და თავისი მრევლის საწყალობელიმდგომარეობის პირობებში, განსაკუთრებით, სირიაში, ლიბანსა და ერაყში, არ დაუშურებია არც ძალა, არც დრო და არც ლოცვებიდაუკლია იმ წარმატების მისაღწევად, რომელიც უკავშირდებაჩვენს დღეებშიკრების მოწვევასდა მასში მონაწილეობის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ უხდება ჰუმანური და ეკონომიკური კრიზისებისდათმენა.
თუკი კრება შედგება, მაგრამ ამავე დროს ორი ეკლესია, ჯერ კიდევ სამოციქულოდროში აღმოცენებულნი, არ იქნებიან ერთმანეთთანევქარისტულ კავშირში, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სინოდალურ სესიებშიმონაწილეობის მიღება შესაძლებელი ყოფილა წმინდა ევქარისტიაშიმონაწილეობის გარეშე. ასეთ შემთხვევაშიკრებას ვერ ექნება ეკლესიოლოგიური ხასიათი და მხოლოდ ადმინისტრაციულ თვისებასშეინარჩუნებს, რითაც დაუპირისპირდება იმ მართლმადიდებლურ ტრადიციებს, რომლებიც ოდითგანვემოსდევს მართლმადიდებელ ეკლესიას. კრების ორგანიზებახდება მართლმადიდებლური ერთობის გამოსახატავად. ამას გულისხმობს ქრისტესმიერისიყვარულისა და ძმობის სულისკვეთებადა არცთუ მცირე საზრუნავიდღევანდელ კაცობრიობაზე. ყოველივე ეს ნიშნავს ავტოკეფალურმართლმადიდებელ ეკლესიებსშორის შეთანხმებისმიღწევას ძლიან ბევრი საკითხისირგვლივ, იძლევა მათი მონაწილეობისგარანტიას კრების მუშაობასა და მისი გადაწყვეტილებების ერთხმად მიღებაში.
გარდა ამისა, ანტიოქიისეკლესიის მრევლი, გაეცნო რა დღის წესრიგსდა კრების დოკუმენტებს, მწუხარებითაღნიშნავს, რომ კრება არ არის მიმართულიმორწმუნეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წინაშე მდგარ გამოწვევებთან საბრძოლველად. მორწმუნე მრევლმაშეშფოთება გამოთქვა, რამეთუ კრება გადაიხარა თავისი პირველსაწყისი პრინციპებიდან, რისთვისაც ხდება მისი მოწვევა: ერთობლივადგაგვეცა პასუხებიმართლმადიდებელი ეკლესიისწინაშე მდგარ გამოწვევებზე და დაგვემოწმებინა მართმადიდებლობა მთელ მსოფლიოში.
ყოველივეამის შედეგად, ანტიოქიის ეკლესიისწმინდა სინოდმაერთხმად გადაწყვიტა:
1. ეთხოვოს მის უწმინდესობა მსოფლიოპატრიარქს, იმუშაოსკონსენსუსის მისაღწევადავტოკეფალური მართლმადედებელი ეკლესიების მიერ გამოთქმულშენიშვნებთან დაკავშირებითსაყოველთაო მართლმადიდებლური კრების გახსნამდე. წინააღმდეგშემთხვევაში ანტიოქიისეკლესია ითხოვს წმინდა და დიდი კრების გადადებას იქამდე, ვიდრე არ მიიღწევა მშვიდობიანიშეთანხმება ცალკეულადგილობრივ ეკლესიებსშორის და ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი მართლმადიდებლური კონსენსუსი დღის წესრიგის, რეგლამენტის, აღმასრულებელი და პრაქტიკული პროცედურებისშესახებ.
2. ანტიოქიის ეკლესიაარ მიიღებსმონაწილეობას წმინდა და დიდი კრების მუშაობაში, სანამ არ იქნება აღმოფხვრილიკრების მსვლელობისასწმინდა ევქარისტიაშიმონაწილობის დამაბრკოლებელი მიზეზები. ამის მიღწევაშეიძლება, თუ მოიძებნა იერუსალიმისსაპატრიარქოს მხრიდანანტიოქიის ეკლესიისკანონიკური იურისდიქციონალური საზღვრების დარღვევით გამოწვეულიდავის გადაჭრისსაბოლოო გზა, რადგან სწორედ ამ დარღვევამმიგვიყვანა იერუსალიმისეკლესიასთან ევქარისტულიკავშირის გაწყვეტამდე.
3. უნდა დავარწმუნოთ წმინდა და დიდი კრების ორგანიზატორები იმაში, რომ ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა წმინდა და დიდი კრების მუშაობაშიუაღრესად მნიშვნელოვანია, ასევე იმაში, რომ მისი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებულიმათი წარმომადგენლების თანდასწრებით და ერთხმადმოწონების შემთხვევაში, როგორც ამას ითვალისწინებს ნებისმიერისაყოველთაო მართლმადიდებელი ეკლესიის საბაზისო პრინციპიდა რაც აუცილებელია მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის დასაცავად.
4. ეცნობოს ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას ანტიოქიის ეკლესიისპოზიცია.
5. ეთხოვოს მორწმუნეთ, ილოცონ მწყემსებთანერთად, რომ სულიწმიდამ ერთობისგზაზე მიმართოსეკლესია, მისი საერთო მოწმობისათვის ამქვეყნად ქრისტეს შესახებ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















