Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


მ,.ნბ

მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი

10/06/2016

სასტუმროში ”ბეტსი” დღეს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაციები Mercy Corps და Oxfam GB მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმის შემდგომ შეხვედრას გამართავენ. 

ENPARD-ის ცნობით, აღნიშნული შეხვედრა არის საკოორდინაციო პლატფორმა, სადაც მეფუტკრეობის კოოპერატივებსა და ფერმერთა გაერთიანებებს ექნებათ შესაძლებლობა ერთობლივად განიხილონ მეფუტკრეობის დარგში არსებული სირთულეები, რომლებიც გაჟღერდა მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველ ფორუმზე ან/და წარმოიშვა ფორუმის შემდგომ.

შეხვედრის ფორმატი მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას ერთობლივად განიხილონ პრობლემათა გადაჭრის შესაძლო გზები, ასევე შეიმუშაონ რეკომენდაციები და მიმართონ შესაბამის სახელმწიფო უწყებას. შეხვედრას დაესწრებიან აღმოსავლეთ საქართველოში მოღვაწე მეფუტკრეობის კოოპერატივები და ფერმერთა გაერთიანებები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველ ფორუმში. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced