სიახლეები
რუმინეთში "ვეფხისტყაოსნის" რუმინულენოვანი თარგმანი გამოიცა
04/06/2016
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის აღსანიშნავად, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით „ვეფხისტყაოსნის“ რუმინულენოვანი თარგმანი გამოიცა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, წიგნის პრეზენტაცია ბუქარესტში მიმდინარე ყოველწლიური წიგნის ფესტივალის “Bookfest”-ის ფარგლებში გაიმართა.
გამოცემა რუმინელ მკითხველს წარუდგინეს რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ, რუმინეთში მოღვაწე ქართველმა პოეტმა და მთარგმნელმა ზაირა სამხარაძე-კალჩიუმ და გამომცემლობა „ePublishers“-ის დირექტორმა, პროფესორმა ვასილე პოენარუმ.
გამოცემაში გამოყენებულია “წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის“ მინიატურები (17-18 საუკუნეები), რომელთა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის მიერ სპეციალურად ამ გამოცემისთვის იქნა მიწოდებული.
აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ რუმინეთში პირველად 1956 წელს გამოიცა და ნაწარმოების პირველი თარგმანი გამოჩენილ რუმინელ მწერალსა და მთარგმნელს ვიქტორ კერნბახს ეკუთვნის.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















