სიახლეები
ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება
04/06/2016
გიორგი კვირიკაშვილი უძველესი სოფლის , უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. პრემიერის თქმით, ხორციელდება გენერალური დაგეგმარება, რაც მნიშვნელოვანია, რათა შენარჩუნდეს ტერიტორიის ავთენტურობა, ისტორიული იერსახე, შეინახოს მომავალი თაობებისთვის და მსოფლიოსთვის, ქართული ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა ეტაპის შესახებ, მეტი გახდეს ცნობილი
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც უნიკალურ კომპლექსს "დაჰკანკალებენ და ინახავენ" და იმედი გამოთქვა, რომ კომპლექსი რეგიონისთვის არაერთი სიხარულის მომტანი იქნება.
სოფელ ჭაჭკარის რევიტალიზაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, "თიბისი ფონდისა" და კავშირი „ქართული სახლის“ ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.
სოფელი მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული და უნიკალური ადგილმდებარეობით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიმრავლითა და ისტორიული მნიშვნელობით, რეგიონის კულტურული ლანდშაფტის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს. გადმოცემის მიხედვით, ჭაჭკარიდან ხდებოდა ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება - კლდეში ნაკვეთ საწნახელებში დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50–მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, შემორჩენილია ოთხსაუკუნოვანი ვაზიც.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















