სიახლეები
ხვალ საქართველოს ფერმერთა მეორე კონგრესი გაიმართება
01/06/2016
”ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა” და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ხვალ საქართველოს ფერმერთა რიგით მეორე კონგრესს გამართავს.
”ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის” ინფორმაციით, საქართველოს რეგიონების მასშტაბით კონგრესს 150-მდე ფერმერი დელეგატი დაესწრება, რომლებიც მთავრობის წევრებს შეხვდებიან და აგროსფეროში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ.
ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება. კონგრესზე მოწვეული არიან ქვეყნის ცხრა რეგიონის ფერმერი დელეგატები, რომლებიც შეხვდებიან სოფლის მეურნეობის სექტორში გადაწყვეტილების უფლებამოსილ ოფიციალურ პირებს და აგროსფეროს გამოწვევების შესახებ დიალოგს გამართავენ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















