Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


fds

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ტურის კონცერტები ფოთში გაიმართება

30/05/2016

„საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“-ის მეორე ტურის კონცერტები 30-31 მაისს, ფოთში, გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება.

მაყურებლის წინაშე წარსდგებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის - ხულოს, შუახევის, ქედის ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები და სახალხო მთქმელები.

„ფესტივალი მოიცავს ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი”, - აცხადებენ ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში. 
ფესტივალი 2015 წელს ივნისში, თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced