Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


gfd

სამეგრელოში მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

28/05/2016

სამეგრელოში, მუხურისმეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის ინფრასტრუქტურულისამუშაოები და ლაბორატორიის აღჭურვა უახლოეს მომავალში დასრულდება, რაცსოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებს საშუალებას მისცემს ქართული ფუტკრის თვისებებზე ფართომასშტაბიანი კვლევები აწარმოონ, - ამისშესახებ ”ინტერპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის სამინისტოროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად მნიშვნელოვანი კვლევები მიმდინარეობს. განხორციელებული ექსპედიციების შედეგად მოძიებულ იქნა საუკეთესო ბიოლოგიური მაჩვენებლების მქონე მეგრული პოპულაციის ფუტკრის ოჯახები და ამჟამად მიმდინარეობს მათი ჯიშობრივი გაწმენდა, ანუსანაშენე მასალის წარმოება. 

ქართულიფუტკრის მეგრული პოპულაცია მსოფლიოში გამოირჩევა ხორთუმის სიგრძით, რომელიცყველაზე ღრმად აღწევს ყვავილის სანექტრეში და იღებს თაფლისათვის საუკეთესო შემცველობის ნივთიერებებს. ახლოპერიოდში სანაშენე მასალა გავრცელდება რეგიონებში, რაცხარისხის გაუმჯობესებასთანერთად 35%-ითგაზრდის პროდუქტიულობას.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced