სიახლეები
დღეს ქართლის ღვინის ფესტივალი დაფუძნდა
28/05/2016
გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, ქართლის ღვინის ფესტივალი დაფუძნდა. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაა.
"ქართლის ღვინის ფესტივალი - ატენი 2016" ასეულობით სტუმარს მასპინძლობდა. ფესტივალზე დამსწრე სტუმართა შორის იყვნენ ოფიციალური პირები პოლონეთიდან, საფრანგეთიდან და ბრიტანეთიდან.
პარალელურად, ღია ცის ქვეშ გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ: ქსოვრელები, სოფო ბედია, "მაჩაბელა", კორსიკული ფოლკლორული ანსამბლი "მერედიანუ" და სხვა ქორეოგრაფიული და ინდივიდუალური შემსრულებლები. "ქართლის ღვინის ფესტივალი ატენი 2016" წელს პირველად ჩატარდა და მას ტრადიციული ხასიათი ექნება. ფესტივალის მიზანი ქართლში დაწურული ღვინის პოპულარიზაციაა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















