Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


გჰფს

პროექტი - „კულტურის ინდიკატორები განვითარებისათვის“ იწყება

24/05/2016

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში იწყება პროექტი - „კულტურის ინდიკატორები განვითარებისათვის“ (CDIS), რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური და მდგრადი განვითარების საქმეში კულტურის როლის წარმოჩენას.  

24 მაისს, კულტურის სამინისტროში პროექტის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი. შეხვედრაზე განიხილეს პროგრამის მიზნები და ამოცანები; ამასთან, განისაზღვრა ამ პროცესში დაინტერესებული პირების როლი.

იუნესკოს მიერ შემუშავებული კულტურის ინდიკატორების კვლევის  მეთოდოლოგია იკვლევს კულტურის როლს ქვეყნის პოლიტიკის ისეთ 7 საკვანძო განზომილებაში, როგორიცაა: ეკონომიკა, განათლება, მმართველობა, სოციალური ჩართულობა, გენდერული თანასწორობა, კომუნიკაცია და მემკვიდრეობა.

ინდიკატორების შემუშავების მეთოდოლოგია საერთაშორისოდაა აღიარებული ევროკავშირისა და იუნესკოს მიერ. 2016 წლის ბოლოს, პროექტის დასრულებისას საქართველოში გამოვლენილი შედეგები წარედგინება იუნესკოს და განხლვის შემდეგ განთავსდება იუნესკოს მონაცემთა ბაზაში, იმ სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული პროგრამაში.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced