Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ჰგფდ

თბილისში „ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმი“ გაიმართა

24/05/2016

„ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში „ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმი“ გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორია Welcome to Georgia, National Tourism Award, თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ფორუმი გაიხსნა პრესკონფერენციით, რომელსაც ესწრება ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და Welcome to Georgia, National Tourism Award- ის დამფუძნებელი და დირექტორი მარინა ჩაიკა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, ბოლო წლის განმავლობაში, საქართველოში ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა იზრდება, რაც არის მთელი მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების აქტიური ქმედების შედეგი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced