Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


df

მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტექნოლოგიური ინსტიტუტი საქართველოში დაარსდება

23/05/2016

მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტექნოლოგიური ინსტიტუტი საქართველოში დაარსდება

იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტექნოლოგიური ინსტიტუტი საქართველოში დაარსდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინსტიტუტის პროექტის წარდგენა დღეს გაიმართა და მას მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების პროფესორები, ქართველი მეცნიერები, სტუდენტები, საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

საქართველოს  ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. პროექტს მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”. ინსტიტუტის სტუდენტების სწავლასა და პარტნიორ ორგანიზაციებში მათ მივლინებებს ასევე სრულად დააფინანსებს ფონდი “ქართუ”.

ტექნოლოგიური  ინსტიტუტის იდეა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის შექმნას გულისხმობს. პროექტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისადა ინჟინერიის მიმართულებით. შეიქმნება ბაზა თანამედროვე სამეცნიერო- ექსპერიმენტული კვლევებისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. ინსტიტუტს გამოყენებითი მნიშვნელობაც ექნება, ერთ-ერთია მეცნიერული კვლევის უახლესი მეთოდი - სიმსივნის ადრონული თერაპია. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced