Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


hgfd

საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს 20-21 მაისს ქუთაისმა უმასპინძლა

23/05/2016

საქართველოსფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს 20-21 მაისს ქუთაისმა უმასპინძლა

"საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" გრძელდება. ფესტივალის II ტურის კონცერტებს ამჯერად, ქუთაისმა უმასპინძლა, რომელიც 20 და 21 მაისს, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენაზე გაიმართა.

 მაყურებლის წინაშე წარსდგნენ იმერეთის, რაჭა-ლეჭხუმი- ქვემო სვანეთის, აჭარის (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური) ფესტივალის მონაწილეები - ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები, სახალხო მთქმელები. ხვალ, 24 მაისს, 19:00 საათზე კონცერტები გაიმართება თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრმატულ თეატრში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. ფესტივალი მოიცავს ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced