სიახლეები
კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი უკრაინაში
27/07/2011
გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში. მისი უწმიდესობა უკრაინაში პირველად იმყოფება. როგორც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა, მისმა უნეტარესობა ვლადიმერმა თავის ოფიციალურ მიმართვაში აღნიშნა - ეს არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირველი და ისტორიული ვიზიტი უკარაინის მიწაზე. ვიზიტის პირველ დღეს მის უწმიდესობას ოფიციალური დახვედრა მოუწყეს კიევის პეჩერსკის ლავრაში, სადაც უკრაინის სამღვდელოებასთან ერთად მის უწმიდესობას კიევში მცხოვრები ქართველები შეხვდნენ.
სამშაბათს, 26 ივლისს მისმა უწმიდესობამ გახსნა გამოფენა "ივერია და კიევის პეჩერსკის ლავრა - ღვთისმშობლის კურთხეული მიწები". მისი უწმიდესობა ასევე ეწვია წმიდა ელიას ეკლესიას, სადაც მას უკრაინაში მცხოვრები ქართველები დახვდნენ. ტაძრის მოლოცვის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ინტერვიუ მისცა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს. დღესვე, საქართველოს დროით 19:00 საათზე დაგეგმილია მისი უწმიდესობის ილია მეორეს და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, მისი უწმიდესობა კირილეს ოფიციალური შეხვედრა.
მის უწმიდესობას უკრაინაში ვიზიტის დროს ოფიციალური დელეგაციის წევრების გარდა, თან ახლავს საქართველოდან ვიზიტისთვის ორგანიზებული მომლოცველთა დიდი ჯგუფი.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















