Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ფგდსა

ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

22/05/2016

განათლების სამინისტროს ცნობით, რამდენიმე თვეში თანამედროვე სტანდარტების სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი და ბირთვული ინჟინერიის ცენტრი განთავსდება, რომელიც  ინფორმაციული ტექნოლოგიის მიმართულებით იმუშავებს და აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნიკით.

გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია. უნივერსიტეტი CERN-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში  მოაწყობს თანამედროვე კომპიუტერულ სისტემას Grid Cluster-ს, რომლის რესურსები გამოყენებული იქნება, როგორც ადგილობრივი ამოცანების გადასაწყვეტად, ასევე CERN-ის მიერ, როგორც მისი სისტემის შემადგენელი ნაწილი. Grid და Cloud-ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გამოყენებით შესრულებულ მაღალი დონის სამუ­შა­ო­ებ­­ს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩვენი ქვეყ­ნის შემდგომი ეკო­­ნო­მი­კუ­რი და სოციალური გან­ვი­თა­რებისათვის.

ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის რეაბილიტაცია და აღჭურვა იმ მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეცნიერების განვითარების მიმართულებით ახორციელებს, შედეგად კი - პირველად საქართველოში,  კვლევებისა და სწავლების ერთიანი სისტემა ამოქმედდება, შესაბამისი ინტელექტუალური და ინფრასტრუქტურული რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში თანასწორუფლებიან წევრად ინტეგრაციას

http://www.mes.gov.ge/content.php?id=6470&lang=geo

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced