სიახლეები
ღამე მუზეუმში - ფოიერვერკები, ზღაპრული გარემო, რუსთაველის და შექსპირის ციტატები კედელზე
22/05/2016
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყო. დამთვალიერებლებისთვის უფასოდ, მუზეუმები ღამის 1 საათამდე იყო ღია - ვიზიტორები თავად გახდნენ იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდა.
მუზეუმების საერთაშორისო დღე - დაფუძნდა 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება უკვე 39 წელია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 35,000-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული.
2016 წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები და კულტურული ლანდშაფტები”, რომელიც შერჩეულია ICOMM-ის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით. თემის აქტუალობა განპირობებულია ეკოლოგიური პრობლემების არსებობით, რომელსაც განიცდის პლანეტა თანამედროვე ეპოქაში.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















