Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


დგფსდ

სოფიკო ჭიაურელს დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა

21/05/2016

ქართველი მსახიობი 1937 წლის 21 მაისს ცნობილი მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძის და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი  1960-64 და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობია, ხოლო 1964-68 წლებში კი — რუსთაველის თეატრის.

სოფიკო ჭიაურელმა 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში ითამაშა. დაუვიწყარია მისი მონაწილეობით შექმნილი გმირების სახეები.

სოფიკო ჭიაურელი იყო რამდენიმე წოდებისა და პრემიის ლაურეატი:

1964 წ. საქართველოს დამსახურებული არტისტი
1976 წ. საქართველოს სახალხო არტისტი
1979 წ. სომხეთის სახალხო არტისტი
1957, 1965, 1966, 1972, 1973, 1976, 1978, 1992 საერთაშორისო ფესტივალებზე პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
1980 სახელმწიფო პრემია
1996 წ. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია
1997 წ. ღირსების ორდენის კავალერი
1998 წ. შ. რუსთაველის სახელობის პრემია
2000 წ. კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია
2002 წ. ნ. ჩხეიძის სახელობის პრემია
2003 წ. ”ეკრანის დედოფალი” ვერა ხოლოდნაიას სახელობის პრემია

გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 71 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced