Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


გჰფდსა

საერთაშორისო კონფერენცია ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში

20/05/2016

ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, 21 მაისს, სტუდენტ-არქეოლოგთა ვარძიის მერვე საერთაშორისო  კონფერენცია გაიხსნება. 

მასში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, ოქსფორდის, ვარშავის, შეფილდის, ინსბრუკის, ედინბურგის, ბოლონიის, იენის, პენსილვანიის, ლოძის და ტორუნის უნივერსიტეტების  მეცნიერები და სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. 

უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტ-არქეოლოგთა კონფერენციის ორგანიზატორია თსუ-ს არქეოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი და არქეოლოგიის ფუძემდებლის პიტ რივერსის ხსოვნას ეძღვნება. 

კონფერენციაზე სტუდენტები წარმოადგენენ სამეცნიერო თემებს, ორიგინალურ  გამოკვლევებს, რომელიც ექსპედიციებში მონაწილეობასა და აღმოჩენების შეფასებას ეფუძნება. კონფერენცია 24 მაისამდე  გაგრძელდება. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced