Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


fgsda

სოციალური პროექტი„ წიგნი ყველა სოფელს“

19/05/2016

19 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის „ წიგნი ყველა სოფელს" პრეზენტაცია მოეწყო.   

სამინისტროსა და პროექტის პარტნიორებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი. 2016 წელს პროექტი განხორციელდება " სტუდენტური ერთიანობის",  „ვისოლ ჯგუფის", გამომცემლობა "პალიტრა L" -ის , „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის",  საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა- „დავითიანნისა" და  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.

2016 წლის  მაისიდან  5 თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის შეგროვდება  წიგნები და უსასყიდლოდ დარიგდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

წიგნების შესაგროვებლად, თბილისის მასშტაბით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში   სპეციალური ყუთები განთავსდა.

 "წიგნი ყველა სოფელს"  საქველმოქმედო პროექტია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია წიგნები უკვე შერჩეულ ლოკაციებზე მიიტანოს.

ლოკაციები:

1 ) სპორტისადა ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

2) „ვისოლის" ბენზინგასამართი სადგურები

3) „სმარტის", „ვენდისისა" და დანკინ დონატსის" ქსელის ობიექტები

4) საქართველოსპარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

5) სამებისსაკათედრო ტაძარი

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced