სიახლეები
აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა
17/05/2016
დღეს 17 მაისს, გაიმართა აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა. მსვლელობა დაიწყო ვარდების მოედნიდან, რუსთაველის გამზირის გავლით მონაწილეები გაემართნენ სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით.
სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანებულ ხატს უწმინდესი სამების ტაძრის შესასვლელთან შეხვდა. სასულიერო პირებმა ხატი ტაძარში შეაბრძანეს. ტაძარში შეკრებილებს უწმინდესმა ქადაგებით მიმართა და ღვთისმშობლის დიდ წყალობაზე ისაუბრა:
„დიდება ღმერთს. მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. დიდება უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დღეს განსაკუთრებული დღეა. შემობრძანდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ხატით ხელში. ანდრია პირველწოდებული აგრძელებს თავის ღვაწლს. დღეს არის ასევე ოჯახის სიმტკიცის დღე. დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ლოცავს მტკიცე ოჯახს“, - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.
უწმინდესმა მრევლთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისათვის ლოცვა წარმოთქვა „მოწყალებისა კარი განგვიღე“.
„ყოვლადმინდა ღვთისმშობელმა გაშალა თავისი ომფორი და მფარველობს საქართველოს. მისი მადლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან გაბრწყინდება მთელი მსოფლიო, რომელიც რწმენით და სიყვარულით შეხვდება და თაყვანს სცემს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვიწყალე და გვაცხოვნე ჩვენ“, - განაცხადა ქადაგებისას უწმინდესმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















