Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


sdggs

“ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა”

30/04/2016

2016 წლისაპრილის თვეშიპროექტის, “ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამის”, ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ლექციები:

7 აპრილს   სალექციო ციკლის - “ძველი და ახალი აღთქმა” ხელმძღვანელად მოწვეულ იქნა თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორი დეკანოზი აბრაამ სოლომნიშვილი, რომელმაც რამდენიმე საინტერესო თემა შესთავაზა სტუდიის მსმენელებს.  მათ შორის პირველი იყო ,,ცოდვის  წარმოშობა”.

14 აპრილს  მამა აბრაამმა განაგრძო სალექციო ციკლი „ძველი და ახალი აღთქმა“ თემით ,,შვიდი გამომხსნელი საუფლო დღესასწაული“.

15 აპრილს სტუდიის მსმენელები  რუსთაველის თეატრში დაესწრნენ რობერტ სტურუას სპექტაკლს „ნადირობის სეზონ“, რომელიც შეიქმნა თამაზ ჭილაძის პიესის მიხედვით.

20 აპრილს სტუდიის მსენელები ესტუმრნენ  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმის სტუმრობა, სადაც სპეციალურად მათთვის, მუზეუმის თანამშრომლებმა ისაუბრეს კონსერვატორიის ისტორიაზე და ქართველ მუსიკოსებზე, რომლებმაც ეროვნული მუსიკალური კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. დასასრულს, კონსერვატორიის პროფესორმა, კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა  ახალგაზრდებს შესთავაზა მის მიერ შექმნილი პარაფრაზები ცნობილი ქართველი კომპოზიტორების თემებზე. აღნიშნულმა კომპოზიციამ აღფრთოვანებაში მოიყვანა ახალგაზრდები, რაც მათ მიერ მუზეუმის შთაბეჭდილებების წიგნში იქნა ასახული

21 აპრილს სალექციო ციკლის ბოლო შეხვედრა დაეთმო თემას ,,იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა და სამყაროს აღსასრული“

აღნიშნული პროექტი ხორციელდება არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით

ფსაფა

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced