სიახლეები
„მედიაცია-კონფლიქტების (მათ შორის რელიგიური) მოგვარება მოლაპარაკებების გზით”
30/04/2016
2016 წლის აპრილის თვეში პროექტის, „მედიაცია-კონფლიქტების (მათ შორის რელიგიური) მოგვარება მოლაპარაკებების გზით”, ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ლექციები:
5 აპრილს სალექციო ციკლის, ,,მიტევებადა შემწყნარებლობატრადიციულ რელიგიებში“, ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა. ლექციის თემა იყო: ,,მიტევება და შემწყნარებლობა - ქრისტიანული მსოფლმხედელობა". ლექციას უძღვებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა დასემინარიის ლექტორი მამა იაკობ ჩიჩილაძე
12 აპრილს ახალი სალექციო ციკლის, ,,მიტევებადა შემწყნარებლობატრადიციულ რელიგიებში“, მეორე შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა დაეთმო თემას - „ისლამი - მიტევება და შემწყნარებლობა". რომლის წასაკითხად მოწვეულ იქნა აღმოსავლეთმცოდნე, თსუ-ს პროფესორი, საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლის" აღმოსავლური განყოფილების გამგე და "ისლამური კულტურის ცენტრის" ხელმძღვანელი - გიორგი ლობჟანიძე.
15 აპრილს სტუდიის მსმენელები რუსთაველის თეატრში დაესწრნენ რობერტ სტურუას სპექტაკლს „ნადირობის სეზონი“, რომელიც შეიქმნა თამაზ ჭილაძის პიესის მიხედვით.
19 აპრილს მომდევნოშეხვედრის თემა იყო ,,ეკლესია და სახელმწიფო“, რომელიც ჩაატარა თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დოქტორანტმა, სამართლის მაგისტრმა მამა ლონგინოზ სუარიშვილმა.
20 აპრილს სტუდიის მსენელები ესტუმრნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმის სტუმრობა, სადაც სპეციალურად მათთვის, მუზეუმის თანამშრომლებმა ისაუბრეს კონსერვატორიის ისტორიაზე დაქართველ მუსიკოსებზე, რომლებმაც ეროვნული მუსიკალური კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლიშეასრულეს. დასასრულს, კონსერვატორიის პროფესორმა, კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა ახალგაზრდებს შესთავაზა მისმიერ შექმნილი პარაფრაზები ცნობილი ქართველი კომპოზიტორების თემებზე. აღნიშნულმა კომპოზიციამ აღფრთოვანებაში მოიყვანა ახალგაზრდები, რაცმათ მიერ მუზეუმის შთაბეჭდილებების წიგნში იქნაასახულ
აღნიშნული პროექტი ხორციელდება არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით

სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















