სიახლეები
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ლეგენდარული მოჭადრაკე სპორტის რაინდის ტიტულით დააჯილდოვა
04/05/2016
საქართველომ XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალის ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილე იზეიმა. საზეიმო საღამოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრმა უმასპინძლა.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებული, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის, ყველა საჭადრაკო ტიტულის მფლობელი ნონა გაფრინდაშვილი 3 მაისს 75 წლის წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით თბილისში, მისივე სახელობის ჭადრაკის სასახლესთან ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
ვერის ბაღსა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ჭადრაკის ფედერაციების წარმომადგენლები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის მესვეურები, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ვეტერანი მოჭადრაკეები, პოლიტიკოსები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
რუსთაველის თეატრში დამსწრე საზოგადოებამ თამარ ბალავაძის მიერ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მომზადებული ფილმი „ნონა" იხილა, სტუმრებმა კი არაერთი თბილი სიტყვა უძღვნეს იუბილარს და სამახსოვრო პრიზებიც გადასცეს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















