Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


a

ბრწყინვალე შვიდეული

02/05/2016

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ტარდება და წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება.ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესი განსხვავებულია  ასევე ცვლილებია  ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც; არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება წმიდა პასექისა და ბრწყინვალე შვიდეულის ჟამნობა.

ჩვეულებრივი დილა-საღამოს ლოცვების, პარაკლისების, დაუჯდომლების და ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირიაკიდან. მუხლთადრეკა განახლდება სულთმოფენობის დღესასწაულიდან (აღდგომიდან 50-ე დღეს).

ბრწყინვალე შვიდეულის კვირიაკე მსგეფსია. მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.

აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას გამარჯობის ნაცვლად ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ახარებენ: “ქრისტე აღდგა” – “ჭეშმარიტად აღდგა!” 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced