სიახლეები
უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს სააღდგომო ეპისტოლე
01/05/2016
უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს სააღდგომო ეპისტოლე:
,,დამიხსნის მეუფალი ყოველიბოროტი საქმისაგან
და მაცხონებსმე თავისზეციურ სასუფეველში”
(II ტიმ. 4,18)
ყოვლადსამღვდელონომღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანოდა ძმანო!
ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა! – გუგუნებენ ეკლესიისზარები,
ქრისტე აღდგა!
დღესასწაულობს ცადა ქვეყანა
ქრისტე აღდგა!
– სიხარულით ვღაღადებთჩვენც დაარამიწიერი გრძნობითაღვსილნი ბოროტებისბატონობის დასრულებასვზეიმობთ.
,,სადა არს,
სიკვდილო, საწერტელი შენი?
სადა არს,
ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?”
(I კორ. 15,55).
დღეს ყველაბედნიერია, – მდიდარი თუღარიბი, მოხუცი თუახალგაზრდა, ჯანმრთელი თუსნეული… ურწმუნო ადამიანიცკი სხვაგრძნობითაა განმსჭვალული.
– რატომ არისასეთი ყოვლისმომცველი ესზეიმი?
– იმიტომ, რომ მაცხოვარმააღდგომით ზეცისკარიბჭენი გახსნაყველასთვის დაადამის მთელიმოდგმა ადამისცოდვის გამომსყიდველს შეჰხარის.
– მაგრამ რისფასად მოგვენიჭაეს ბედნიერება?
,,შენთვის ღმერთიშენი ვიქმენძედ შენდა;
შენთვის უმაღლესიზესკნელთა გარდამოვხედქუეყანად დაქვეყანით შთავხედქუეშე ქუეყანისა,
რათა ხრწნილებისაგან აღგადგინო,”
– ვკითხულობთ დიდიშაბათის საკითხავში.
დიახ `ცოდვის არმცოდნე
(უფალი) ცოდვის მსხვერპლიგახდა ჩვენიგულისთვის, რათა მასშიღმერთის სიმართლედვქცეულიყავით” (II კორ. 5.21).
ამ მოვლენისარსი რომნაწილობრივ მაინცგავაცნობიეროთ, ჯერ სულიერადგოლგოთას უნდამივეახლოთ, სადაც ჯვარცმულმაცხოვართან ერთადორი დამნაშავეაგაკრული ძელზე.
ორივე ავაზაკი ცოდვებითდა უკეთურებებითიყო სავსე,
მაგრამ სულიერადსრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.
ერთი შეურაცხყოფდაუფალს დადასცინოდა მას,
მეორე კითავის ხვედრსსამართლიანად მიიჩნევდადა სთხოვდაიესოს შეწყალებას.
დიადი რწმენა!
– ასე ახასიათებენწმინდა მამებიმეორე ავაზაკისამ მდგომარეობას.
სააღდგომო ერთერთჰომილიაში ვკითხულობთ:
თვით მოციქულებიც,
რომლებიც ხედავდნენუკვე მკვდრეთითაღმდგარ იესოს,
კიდევ მერყეობდნენდა დამამტკიცებელ საბუთებსეძიებდნენ, ჯვარცმულმა ავაზაკმაკი ყველაზედამამცირებელი სასჯელითდასჯილი ქრისტეიწამა დაშესთხოვა: ,,მომიხსენე მე,
უფალო, ოდეს მოხვიდესუფევითა შენითა”(ლუკა, 23,42); პასუხად კიმიიღო: ,,ამინ, გეტყვი შენ:
დღეს ჩემთანაიყო სამოთხესა”(ლუკა 23,43).
თავმდაბლობამ, საკუთარ ცოდვათაგაცნობიერებამ დასინანულმა ავაზაკსსულიერი თვალიაუხილა, ჯვარცმულ იესოშიმაცხოვარი დაანახა,
რაც გახდამიზეზი ჯვრიდანზეცაში მისიმსწრაფლ აღყვანებისა.
აქვე მინდა შეგახსენოთ
,,ქართლის ცხოვრებაში”
დაცული შემდეგიისტორია: იერუსალიმიდან მოსულიმოწვევის თანახმად,
დღესასწაულში მონაწილეობისმისაღებად და,
ამასთან, მაცხოვრის ჯვარცმაზედასასწრებად წასვლასაქართველოში მცხოვრებიებრაელებიდან, ლონგინოზთან ერთად,
მოუწია წმინდასიდონიას ძმას,
ელიოზს;
მათი დედადიდად წუხდაიმის გამო,
რაც შეიძლებაწმინდა ქალაქშიგანვითარებულიყო, რადგან გრძნობდა,
უსამართლო განსჯახდებოდა მართლისა;
ამიტომაც შვილიდაარიგა, არ მიეღომონაწილეობა მაცხოვრისდასჯაში, რაც ელიოზმააღასრულა დამცხეთაში მაცხოვრისკვართი სწორედმან დალონგინოზმა ჩამოაბრძანეს.
მანამადე კი, პარასკევ დღეს,
როცა პასანიკმა
(ჯალათმა) კვერი (იგივე ურო)
დაარტყა იესოსჯვარზე მისაჭედებლად,
ელიოზის დაწმინდა სიდონიასდედა იმდენადთანაეზიარა ვნებებსუფლისას, რომ დაჭედებისხმა მასგოლგოთიდან მცხეთასმოესმა, სამსჭვალმა თითქოსგულში გაუარა,
ტკივილისაგან სულშეძრულმა
,,იკრჩხიალა მწარედ”
აღმოთქვა რა:
,,მშვიდობით, მეფობაო ჰურიათაო,
რამეთუ მოჰკალთთავისა მაცხოვარიდა მხსნელი”
და სულიგანუტევა.
ეს არისიესო ქრისტეს,
როგორც ჭეშმარიტიღმერთის, სრული აღიარებადა ამასთან,
მისთვის პირველიმარტვილობის მაგალითიკაცობრიობის ისტორიაში.
ასე რომ, მაცხოვრის ჯვარცმისასმარადიული ნეტარებისღირსი ორიპიროვნება აღესრულაქრისტეს რწმენით,
– იერუსალიმში ავაზაკიდა მცხეთასწმინდა სიდონიასდა ელიოზისდედა. წმ.სიდონიასდედა წმინდანადახლახანს იქნაკანონიზებული საქართველოსეკლესიის მიერ.
აღვნიშნავთ იმასაც,
რომ კეთილგონიერიავაზაკი ამავედროს, არის მონანულიქრისტიანის სიმბოლო,
რადგან ჩვენყველანი ცოდვილნივართ ღვთისწინაშე. მართალია, უფლის ნათლისღებითნათელვიღეთ დაგანვიბანეთ სულისადა ხორცისბიწისაგან, მაგრამ ჩვენიდაცემული ბუნებისგამო ნათლობისშემდეგაც არვიშლით ავზნეს დავნებათა მონავხდებით ყოველდღიურად,
რაც საუკუნოდაღუპვას გვიქადის.
_ როგორ მოვიქცეთ?
_ ღმერთს უნდამივუახლოვდეთ.
_ და რაგავაკეთოთ ამისათვის?
_ უნდა ვისწავლოთსაკუთარ თავზედაკვირვება, თითოეული ჩვენიქმედების სწორიშეფასება, უნდა ვისწავლოთანალიტიკური აზროვნება,
თეთრისა დაშავის გარჩევა,
რაც საშუალებასმოგვცემს ბოროტსგანვეშოროთ დასიკეთეს ვემსახუროთ.
სამწუხაროდ, თუნდაც მორწმუნე, მაგრამ არაეკლესიურიადამიანების უმრავლესობასაც თავდაპირველად ჰგონია, რომ მათ, თითქოს, ცოდვა არააქვთ, რომ კარგითვისებებისანი არიანდა არაფერიაქვთ სააღსარებოდა მოსანანიებელი; მაშინ, როდესაც, მართლაც, წმინდად მცხოვრებნიგულწრფელად მიიჩნევენ, რომ უღირსნიადა მათზეცოდვილი სხვაარავინაა.
_ ასე რატომხდება?
_ შეგახსენებთ აბბადოროთეს საუბარსქალაქ ღაზასერთ წარჩინებულდა ფრიადგავლენიან მოქალაქესთან:
_ როგორად მიგაჩნიაშენი თავიამ ქალაქში?
_ ჰკითხა მასწმინდანმა.
_ ფაქტია, ყველა მიცნობსდა მაფასებს,
– იყო პასუხი.
_ თუ კესარიაშიწახვალ, იქ როგორადმიიჩნევ შენსთავს?
_ იქაურ დიდებულთაშორის უმცირესად.
_ ანტიოქიაში თუიქნებოდი?
_ ჩვეულებრივ მოქალაქედ.
_ და თუკონსტანტინეპოლში მეფისკარზე მოხვდებოდი?
_ გლახაკად დაარაფრისმქონედ.
ასე არისნებისმიერი ადამიანიც,
– უთხრა აბბადოროთემ, – რაც უფროუახლოვდება ღმერთს,
მით მეტადხედავს თავისარარაობას დაუღირსობას.
ხოლო ვინცმისგან შორსარის, თავსი ცხოვრებითთავმომწონეობს.
ჩვენ უნდადავიწყოთ ჩვენითავის შეცნობადა ჩვენისისუსტეებისა დანაკლოვანებების გაცნობიერება.
როგორც წმინდა მამებიაღნიშნავენ, მომაკვდინებელ ვნებებიშემდეგია:
გემოთმოყვარება, სიძვა, ვერცხლისმოყვარება, მრისხანება, მოწყინება, უიმედობა, დიდებისმოყვარეობა დაამპარტავნება. სხვა ყველაფერიმათგან მომდინარეობს.
ამა თუიმ ცოდვამადამიანში თუღრმად გაიდგაფესვი, მას დამღუპველიზემოქმედება აქვს.
ამიტომაც, ნუ იფიქრებ,
რომ თუშენ, მაგალითად, კეთილი ხარ,
მაგრამ ლოთი,
ეს ცოდვამძიმედ არიმოქმედებს შენსმომავალ ცხოვრებაზე.
ან, თუ გონიერიხარ, მაგრამ შურითსავსე, ეს ხელსარ შეგიშლისცხონებაში.
,,ვინც თქვაარ იმრუშო,
ისიც თქვა:
არა კაცჰკლა. ამიტომ, თუ არიმრუშებ, მაგრამ კაცსმოკლავ, რჯულის დამრღვევიხარ.” (II ტიმ. 2, 10-11).
ამასთან, ვნებებს შორისუხილავი, მტკიცე მიზეზ-შედეგობრივი კავშირიადა თუადამიანი ერთ-ერთმა მათგანმაჩაითრია, ის ერთისხვა ვნებებსაცმოიზიდავს.
თუმცა, როგორც ერთიცოდვა შობსმეორეს, ასეთივე თვისებისააქრისტიანული სიკეთენიც.
იცოდე, ერთ ღვთისსათნოსაქმეში თუგანმტკიცდები, სხვა სათნოებებსაცშედარებით ადვილადმოიპოვებ.
მოწაფის კითხვაზე:
რა გავაკეთო,
რომ ღმერთსსათნო ვეყო?,
– ცნობილმა ბერმაუპასუხა: განა ყველაკეთილი საქმეკეთილი არარის? აბრაამი იყოსტუმართმოყვარე დაღმერთი იყომასთან. დავით მეფეიყო მშვიდიდა ღმერთიიყო მასთან,
შენც დაუკვირდი,
რომელი ქველისაქმისკენ ისწრაფვისშენი სული,
აკეთე იგიღვთის სადიდებელადდა სხვამადლიც განმრავლდებაშენში. ოღონდ, უპირველეს ყოვლისა,
მოიპოვე სინანულიდა თავმდაბლობა,
რაც არისქრისტიანული ცხოვრებისსაფუძველი.
,,შეინანეთ”! _ ქადაგებდა წმ.
იოანე ნათლისმცემელი.
,,შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულარს სასუფეველიცათა” (მთ.4.17) _ მოუწოდებდა დამოუწოდებს მაცხოვარიდა ამასთანგვაფრთხილებს:
,,ყავთ ნაყოფიღირსი სინანულისა,”
– რაც ნიშნავსიმას, რომ სინანულიჩადენილი ცოდვისტოლფასი უნდაიყოს, ანდა ჭარბობდესმას, თუ გვინდა,
რომ აღიხოცოსიგი ჩვენისულიდან.
გავიხსენოთ მეზვერეზაქე წმინდასახარებიდან.
უფალთან შეხვედრამიგი ისეშეცვალა, რომ უფალსაღუთქვა მებაჟეობისასხალხისგან უსამართლოდწართმეულ ზედმეტსოთხწილად დაუბრუნებდაუკან ყველას,
რადგან იგრძნოთავისი დანაშაულისსიმძიმე.
ღმერთს უყვარს გულწრფელადმონანული ასეთიადამიანი; უყვარს იმდენად, რომ მისიმოწყალება ფარავსყველაზე დიდდა მძიმეცოდვებსაც.
_ როგორ მივხვდეთ,
ცოდვის ტოლფასიათუ არაჩვენი სინანული?
¬_ თუ შედეგადჩვენში ხდებაცოდვასთან სრულიგანშორება დააზროვნების დაცხოვრების წესისშეცვლა, _ მიზნისთვის მიგვიღწევია.
ასეთი სინანულიარის სინდისისგანმწმენდელი დააღმადგინებელი ძალა,
სულიერი სიმშვიდისმომნიჭებელი დასასწაულთმოქმედების უნარისმქონე მადლი,
ღვთის მოწყალებისგამღები ერთადერთიკარი.
სულიერი თვალისახელა ზოგიერთპიროვნებაში ნელ-ნელა ხდება,
ზოგიერთში კი
– ერთბაშად, თუმცა ორივეშემთხვევაში სიწმინდისშენარჩუნება სერიოზულძალისხმევას მოითხოვს.
ამ ბრძოლაშიდიდ შეცდომასდავუშვებთ, თუ მხოლოდჩვენს თავსდავეყრდნობით, არამედ მუდმივადუნდა ვლოცულობდეთდა უფალსვუხმობდეთ, რადგან მხოლოდიგია ბოროტისშემმუსვრელი დაჩვენი განმაძლიერებელი.
არ შევუშინდეთ დროებითწარუმატებლობებს!
წმინდა მამები გვასწავლიან,
რომ ისკი არარის საშიში,
თუ ვნებებიგვებრძვის დაჩვენც ვებრძვითმათ, არამედ ისეთიმდგომარეობა, როცა ვემორჩილებითსხვადასხვა ვნებასდა წინააღმდეგობის გაწევისსურვილი აღარგვაქვს.
უბედურება იმაშიკი არარის, რომ შესცოდე,
არამედ იმაში,
რომ დაცემულსადგომა არგინდა; უბედურება ისკი არარის რომვნებებმა დროებითდაგძლია, არამედ ის,
რომ ცოდვაშიცხოვრება მოგწონსდა ჯიუტადაგრძელებ ასეთყოფას დასხვათაც ღუპავ.
ზოგს მიაჩნია, რომ ღვთისმცნებების დაცვაძნელია დარადგან ამისუნარი არააქვს, ურჩევნია, ძველებურად განაგრძოსცხოვრება, თუმცა იცის,
რომ სწორადარ იქცევა.
დიდი ნაწილიკი ფიქრობს,
რომ მისთვისმთავარია, დღეს, აქ ჰქონდესყველაფერი, აქ იგემოსყველა შესაძლოსიამოვნებაც დაგანსაცდელიც, რადგან რაიქნება გარდაცვალების შემდეგ,
არ იცისდა არესმის, რატომ უნდადაიტანჯოს თავირაღაც გაურკვეველიმომავლისათვის, რომელიც მართლაარსებობს თუარა, არავინ უწყის.
ასეთად მოაზროვნეთათვის, რათქმა უნდა,
რაიმეს მტკიცებასაზრი არააქვს. ისინი იმასაცვერ ხვდებიან,
რომ თუჩვენ მხოლოდამქვეყნიური ცხოვრებისათვის ვიყავითშექმნილნი, მაშინ, წესით, სიკვდილი არუნდა ყოფილიყოდა ჩვენიყოფაც აქ,
ამ მიწაზედაუსრულებლად უნდაგაგრძელებულიყო.
ხმელეთისა და ზღვისქვეშეთი, ფლორა დაფაუნა, მზის გალაქტიკა (სხვაზე რომაღარაფერი ვთქვათ) მთელი თავისიურთულესი მექანიზმებითნუთუ მარტოიმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენამ გარემოში 40, 80 თუ 100 წელი დავყოთმხოლოდ დამერე უკვალოდგავქრეთ? ეს ხომუაზრობაა.
ნუ მივემსგავსებით მაცხოვრისგვერდით ჯვარცმულიმ ავაზაკს,
რომელმაც მთელისიცოცხლის მანძილზეცდა ძელზეყოფნისასაც ვერგაიგო, რა იყოსიცოცხლის აზრი,
ვერც ქრისტეშეიცნო, და კიდევუარესი, – ბოლომდე შეურაცხყოფდადა დასცინოდამას.
ღმერთმა ყველადაიფაროს ამმდგომარეობისაგან.
თუ ძელზედგაკრული მეორეავაზაკი სიმბოლოამორწმუნე დამონანული საზოგადოებისა, ესავაზაკი სახეაურწმუნო დაუგულისხმო, სინანულის არმქონეხალხისა.
ჩვენ რომელავაზაკს ვგავართ?
როგორი იქნებაჩვენი ჯვარი,
– გადამრჩენელი, თუ წარმწყმედელი?
`ამქვეყნიური ჩვენიყოფა ქარვასლასჰგავს, სადაც ყველაფერიიყიდება, _ წერენ წმინდამამები, _ წარუვალი ბედნიერებისშეძენა თუგსურთ, წარმავალი დროებითისიკეთენი უნდადათმოთ, რადგან იგიმხოლოდ ასეთისაფასურით მოიპოვება; მაგრამ თუამ შესაძლებლობას ახლახელიდან გაუშვებთ, მას სამუდამოდდაკარგავთ, რადგან ასეთისაშუალება აღარასოდესგვექნება.”
როდესაც ვსაუბრობთ, რომ დროებითისიკეთენი უნდადავთმოთ მარადიულინეტარებისთვის, ეს სულაცარ ნიშნავსიმას, რომ მორწმუნეადამიანი (საერო თუსასულიერო პირი)
ამქვეყნიურ ცხოვრებასმუდმივ მწუხარებაშიატარებს; სულაც არა.
ცოდვასთან დასხვადასხვა ბოროტებასთანსულიერი ბრძოლათუ ხდებალოცვითა დაღმერთზე მინდობით,
უფალთან უხილავი,
მაგრამ რეალურიისეთი კავშირიმყარდება, ისეთი სხვაგანცდა შემოდის,
რომ იგითავისი სიძლიერითფარავს ნებისმიერტკივილს. ამიტომაც ამბობენ,
რომ ამგვარადმცხოვრებთათვის სამოთხედედამიწიდან იწყებაო.
დიახ, ადამიანი ბედნიერებისათვისაა შექმნილიდა ამასესწრაფვის იგიმაშინაც, როდესაც ვნებებსემონება დამაშინაც, როდესაც ცოდვებსგანეშორება.
ვისაც ცოდვისმორევში ყოფნამოსწონს დაამაში ჰპოვებსმხოლოდ სიამოვნებას,
მისთვის გაუგებარიდა მიუღებელიაის სიხარულიდა ნეტარება,
რომელსაც ჯვარცმულიიესო გვთავაზობს.
მას სხვავერაფრით დავეხმარებით,
გარდა ლოცვისადა ჩვენცშევთხოვოთ აღდგომილმაცხოვარს, ყველას გაუნათოსგული დაგონება წარუვალიბედნიერების შესაგრძნობად.
როგორც აღვნიშნეთ,
ქრისტიანული ცხოვრებასერიოზული პრობლემებისდაძლევას გულისხმობს.
რა თქმაუნდა, ამ გზაზეხშირად გვხვდებაცილისწამება, ღვარძლი, გაჭირვება, შური…დადგება ისეთიმომენტებიც, როცა ჩვენცაღმოგვხდება: ,,მამაო ჩემო!
თუ შესაძლებელია,
ამარიდე ესსასმისი” (მთ. 26,39), ანდა ,,ღმერთო ჩემო,
ღმერთო ჩემო,
რაისათვის დამიტევებმე” (მთ. 27,46), მაგრამ ყოველთვისუნდა გვახსოვდეს,
რომ ღმერთიიმაზე დიდჯვარს არმოგვცემს, რისი ტვირთვაცარ ძალგვიძს.
ამიტომაც, გაჭირვების ჟამსმასვე უნდამივმართოთ, სულიერი ღვაწლიგანვაძლიეროთ დაპრობლემები მალევედაიძლევა.
გამოუვალი მდგომარეობა არარსებობს!
ხოლო ის, ვინც სისუსტის, შიშის თუსხვა რაიმემიზეზის გამოთვითმკვლელობით ამთავრებსსიცოცხლეს, რთულ სიტუაციასკი არგანერიდება, არამედ მარადიულიტანჯვის მორევშიშედის. ამიტომაც, ვისაც ასეთიფიქრები გაუჩნდება, მსწრაფლ უნდამოიშოროს თავიდან, მოძღვართან მივიდესაღსარება თქვას, რათა სულიერადგანმტკიცდეს დაბოროტის მარწუხებისგან თავიდაიცვას.
სამწუხაროდ, ბოლო დროსთვითმკვლელობის ფაქტებიგანსაკუთრებით გახშირდაგარდამავალი ასაკისახალგაზრდებს შორის.
მათში ემოციური ფონიგაძლიერებულია. ამასთან, გარემოს შეცნობისადა ძიებისპროცესი მიმდინარეობს, რასაც შეიძლებაარასწორი მიმართულებამიეცეს. ამიტომაც, ჩვენს გოგონებსადა ვაჟებსამ პერიოდშიმშობლებისაგან მეტიყურადღება სჭირდებათ. მართალია, ეკონომიურმა გაჭირვებამდედაც დამამაც აიძულა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელადმთელი დღესახლის გარეთდაჰყონ, მაგრამ შვილზემზრუნველობა უმთავრესიადა აქ, როგორც ქალის, ისე მამაკაცის, პასუხისმგებლობა თანაბარია.
მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევამკაცრ მოპყრობასარ გულისხმობს. პირიქით, ეს ისეთიასაკია, როდესაც თქვენ, მშობლები, მათ მეგობრადუნდა ექცეთ, მეტი სითბოაჩვენოთ, დაინტერესდეთ მათიმიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით, რომ თანამდგომადმიგიღონ დაგულახდილნი გახდნენ. ეს თქვენთვისაცაუცილებელია დამათთვისაც.
აქვე შევეხები ქუჩისბავშვების პრობლემას. ისინიც ჩვენიხვალინდელი დღისშემომქმედნი იქნებიანდა, ბუნებრივია, მეტად მნიშვნელოვანია, თუროგორ პიროვნებებადჩამოყალიბდებიან.
უკვე 21 წელია ამმიმართულებით იღვწისჩვენი ეკლესია; სათანადო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, ხელისუფლება ამთემაზე კარგახანიასერიოზულად მუშაობს. ჩვენ მზადვართ მომავალშიც, შესაძლებლობისამებრ, გვერდში დავუდგეთმათ. უმეთვალყურეოდ დარჩენილიპატარები ქუჩაშიარ უნდაცხოვრობდნენ დაამას მალეუნდა მივაღწიოთ.
ეკლესიას დიდი სურვილიაქვს, მზრუნველობა გაუწიოსიმ ახალგაზრდებს,
რომელთაც ასაკისგამო ბავშვთასახლებში აღარაჩერებენ, წასასვლელიც არსადაქვთ დაარც ცხოვრებისთვის არიანმომზადებულნი.
ჩვენ გამოვყავითროგორც ტერიტორია,
ასევე შენობადა არასამთავრობო სექტორთან,
ჯანდაცვის სამინისტროსადა მერიასთანთანამშრომლობით ვფიქრობთ,
აქ გავხსნათსახელობო-პროფესიულისასწავლებელი, სადაც 18 წლის გოგონებისადა ვაჟებისგარკვეული რაოდენობა
23 წლამდე იცხოვრებსკიდეც დადამოუკიდებელი არსებობისთვისაც მოემზადება.
ეს, რა თქმაუნდა, მეტად მცირეაიმ საქმესთანშედარებით, რაც გასაკეთებელია, როგორცეკლესიის, ისე სახელმწიფოსმხრიდან.
მრავალ პრობლემასეშველება, თუ მოსახლეობადასაქმდება, თუ მცირებიზნესი განვითარდებადა სოფლისმეურნეობა აღორძინდება.
მეტი გასაქანიუნდა მიეცესმინანქრის, ოქროსა დავერცხლის დამუშავებას,
მზისა დაქარის ენერგიისგამოყენებას, წყლის ექსპორტს,
კერამიკის, შუშისა დათიხის წარმოებას,
მცირე ჰესებისმშენებლობას, ტურიზმს დასხვა.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია,
რომ დღეისთვისსაქართველოს შემოაქვსსოფლის მეურნეობისკვების პროდუქტების
80%; არადა ქვეყანას აქვსრეალური შესაძლებლობაიმისა, რომ სრულადდააკმაყოფილოს მოსახლეობისმოთხოვნილება დამის გატანაზეციფიქროს. ამისთვის კი,
უნდა გაძლიერდესროგორც ოჯახურიმეურნეობები დაწახალისდეს სხვაკერძო ინიციატივები;
ადგილზე უნდააშენდეს გადამამუშავებელი მცირესაწარმოები, შეიქმნას მექანიზებულიჯგუფები, რომლებიც სოფლებსმოემსახურებიან.
სასურველი იქნება,
თუ თითოეულრეგიონს თანხისგარკვეული რაოდენობაგამოეყოფა დათავდაპირველად სახელმწიფოვეიზრუნებს გასაღებაზეორიენტირებული დაამ მხარისათვისყველაზე მომგებიანიმიმართულებების განვითარებაზე.
მოსახლეობას ბიძგისდა ორიენტაციისმიცემა სჭირდება,
გონივრული დახმარებაუნდა, რომ თავისიშრომის ნაყოფიდაინახოს დაიგრძნოს, რომ მისისაქმიანობა შედეგისმომტანია.
მაშინ ქვეყანა მალევედაიწყებს აღორძინებასდა ხალხშიშრომის სიყვარულიაღდგება.
საყოველთაო ჯანდაცვა,
მთის კანონი,
სოფლის მეურნეობისგანვითარების მიზნითდაგეგმილი ღონისძიებებიიმედით განგვაწყობს,
თუმცა მათმიერ განსახორციელებელი დახმარებებისთაობაზე ხალხისინფორმირებულობა მეტიუნდა იყოს,
რომ მოსახლეობამსრულად გამოიყენოსარსებული შესაძლებლობები.
ჩვენთვის ამ ქვეყნადმოცემული სიცოცხლისდრო უდიდესიდატვირთვისაა, რადგან ყოველიადამიანისათვის ამპერიოდში ხდებამარადიული ნეტარებისმოპოვება ანდაკარგვა.
სწორად რომვიცხოვროთ, ფიზიკური, ინტელექტუალური დასულიერი შრომაუნდა შევუთავსოთერთმანეთს დაამასთან, უნდა ვიცოდეთისიც, რომ ყოველდროს თავისიმახასიათებელი აქვს.
იგი ამათუ იმმიმართულებას ხელსუწყობს, ან უგულებელჰყოფს. უნდაგავაცნობიეროთ, როგორია ჩვენიდროის შემოთავაზება,
რომ ადვილადგანვსაზღვროთ ჩვენიადგილი ამსამყაროში დავუპასუხოთ მისგამოწვევებს.
თანამედროვეობამ ,,სიახლის” სახელით წინწამოსწია ,,მეს” პრინციპი, გართობა, ბუნდოვანი აზროვნება,
ვულგარული მეტყველება,
აქცენტი ნაწილზედა არამთელზე…ანუის, რასაც არააქვს დიდიდატვირთვა დასიღრმე.
სანაცვლოდ, დამამცირებლად წარმოაჩენენისეთ ცნებებს,
როგორიცაა ჭეშმარიტება,
ღირსება, გონიერება, სამშობლო, მოყვასი დასხვა.
ასეთი ტენდენციებიახალგაზრდას პიროვნებადკი არა,
მასის ნაწილადაყალიბებს დასაშუალო დონის,
ყველაფრის შემგუებელარსებად აქცევს,
რომელიც ცხოვრობსდღევანდელი დღითდა მომავალიარ აინტერესებს.
შენ არ აჰყვეწუთისოფლის დინებასდა მისგანშემოთავაზებულ განწყობას.
ამა სოფლისსული არისსული სიცრუისა.
იგი დღესერთ რამესგანადიდებს, ხვალ სხვას.
განა ჩვენმოწმენი არავართ იმისა,
რომ რაცსაზოგადოების ნაწილს
10-20-40 წლის წინ კარგადდა მისაბაძადმიაჩნდა, დღეს მასდასცინის?! ასევე იქნებაცოტა ხნისშემდეგ იმ
,,ფასეულობების” მიმართ, რასაც იგიდღეს ხოტბასასხამს.
შენ იფიქრემარადიულ ღირებულებებზე დაეცადე, შენი მეობა,
შენი ღირსებაარასოდეს დაკარგო.
უფლის მცნებებიიყოს შენიწარმმართველი. ეცადე შენიშესაძლებლობის მიხედვითმაქსიმუმი გაიღო.
ამასთან, ზომიერება შეინარჩუნე,
გააკეთე ისე,
რომ შენმასწორმა ქმედებამსიხარული მოგიტანოსდა არაშფოთი დაასე, ნელ-ნელაგანმტკიცდები სათნოებებში.
მიემსგავსე ლოტს, რომელიც ცხოვრობდასოდომში, სადაც ყველაუკანონობას სჩადიოდა, მაგრამ იგისხვებივით არიქცეოდა, არამედ აკეთებდაიმას, რაც ღვთისთვისსათნო იყო, ამიტომაც გადარჩა.
ისწავლე ლოცვა!
ლოცვა საუბარია ღმერთთან,
გულისნადების მისწინაშე განფენაა,
საკუთარი თავისმის შვილადშეცნობა დაღვთის მადლისადა შეწევნისმოპოვებაა; თუმცა სულიერიშრომა მარტოლოცვას არგულისხმობს. როგორც უკვეაღვნიშნეთ, ეს, რა თქმაუნდა, აგრეთვე, არის სწორისულიერი აზროვნებადა სულიერიცხოვრება. ეს რომშევძლოთ უფლისმხსნელ მარჯვენასხელი უნდაჩავჭიდოთ დამასთან ვიყოთგანუშორებლად.
მაშ, არ შევუშინდეთდაბრკოლებებს, არ შევწყვიტოთბრძოლა განწმენდისათვის დავიცოდეთ, რომ როგორიდაცემულიც არუნდა ვიყოთ,
უფალს ვუყვარვართდა გველოდება,ელოდება ჩვენსსინანულს; ამიტომაც ბრძანებს:
,,არ მოვსულვარმართალთა მოსაწოდებლად,
არამედ ცოდვილთასინანულისთვის” (მთ.9,13), ,,მოვედით ჩემდაყოველნი მაშვრალნიდა ტვირთმძიმენიდა მეგანგისვენოთ თქვენ”
(მთ.11,28), ,,რამეთუ უღელიჩემი ტკბილარს, და ტვირთიჩემი სუბუქარს” (მთ. 11,30).
ოღონდ ნაბიჯის გადადგმაარ გადავდოთხვალისათვის, რადგან ესხვალე შეიძლებააღარ დადგეს.
თითოეულ ჩვენგანს სასწაულთმოქმედების უდიდესიუნარი გვაქვს; თუ ღმერთსმივეახლებით დაცოდვებისაგან განვთავისუფლდებით, ჩვენსსულში დიდიცვლილების მომსწრენიგავხდებით. ამისი მაგალითნიარიან წმინდანები. ისინიც ისეთივეჩვეულებრივი ადამიანებიიყვნენ, როგორიც ჩვენყველანი, ბევრ მათგანსადრე ჩვენზეარანაკლები სისუსტეებიცშეიძლება ჰქონდა, მაგრამ სინანულით, აღსარებით, ზიარებით დასულიერი ღვაწლითზეციურ სასუფეველსმიაღწიეს. ამიტომაც წერსნეტარი ავგუსტინე, წმინდანთა რიცხვიყოფილ ცოდვილთარიგებიდან მრავლდებაო.
მაშ, შევიმოსოთ სიხარული, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ასირიელნო, უდინნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ქურთნო, იეზიდნო დაყოველნო მკვიდრნოივერიისა დაუცხოეთში მცხოვრებნოთანამემამულენო!
მაცხოვარი დღეს იმედითაღავსებს მთელსამყაროს; თითოეულმა ჩვენგანმაცვიქონიოთ სასოებაიმისა, რომ: ,,დამიხსნის მეუფალი ყოველიბოროტი საქმისაგანდა მაცხონებსმე თავისზეციურ სასუფეველში.”
ქრისტე აღდგა!
აღვდგეთ დაამიერიდან ჩვენც
,,წარვიდეთ სიკვდილისაგან ცხოვრებად,
წარვიდეთ ხრწნილებისაგან უხრწნელებად,
ბნელისაგან ნათლად,
მონებისაგან თავისუფლებად,
რათა ვიხაროთორსავ სოფელსაშინა, ამინ!
თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
აღდგომა ქრისტესი
2016 წელი
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















