Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ფსაფ

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი

24/04/2016

2016 წლის 24 აპრილს, 13:00 სთ-ზე ალავერდის საკათედრო ტაძარში, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.
აღნიშნული მემორადუმის საფუძველზე შეიქმნა საპატრიარქოსა და სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხთა განმხილველი ერთობლივი საბჭო, რომლის მიზანია „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების ერთობლივად გადაწყვეტა; საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობისათვის ისტორიული, კულტურული და მხატვრული ღირებულების შენარჩუნებაზე ზრუნვა და ამ მიზნით სათანადო მექანიზმების შემუშავება. ერთობლივი საბჭოს შექმნა ხელს შეუწყობს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა–პატრონობისა და სარგებლობის საკითხების ერთობლივად გადაწყვეტისთვის ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბებას

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced