Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


fsafa

კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

24/04/2016

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ ზეიმს – ბზობას, ღვთის მადლით, ღვთის ძალით, ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობით შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ადამიანის ცხოვრება საოცრად ცვალებადია. დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით დადიან ერთად; როგორც ამბობდა ერთი ბრძენი ადამიანი:  „დიდებიდან მწუხარებამდე ერთი ნაბიჯია.

და აი დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ზეიმით შესვალას იერუსალიმში.  ხალხი უგებდა მას ტასაცმელს, სჭრიდენენ ტოტებს ხეებიდან და უფენდნენ მას, უფალი კი სტიროდა; სტიროდა იმიტომ, რომ ხედავდა ამ ხალხის სისუსტეს. ისინი რომელებიც ადიდებდნენ უფალს და უგალობდნენ ოსანას, რამდენიმე დღეში იყვირებდა: ჯვარს აცვი იგი“. ასეთი ცვალებადია ადამიანი და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ განგვამტკიცოს სიკეთეში, განამტკიცოს ჩვენში ჭეშმარიტი სარწმუნოება –  მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული, მიმტევებლობა და მოგვანიჭოს  განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა“.

ერთი კვირა დარჩა აღდგომამდე და ღმერთმა ინებოს, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში მოვემზადოთ ამ დიდებული დღესასწაულისათვის და ღირსებით შევხვდეთ მას.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა.
ჩვენთან არს ღმერთი! 

ყოვლად წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
24
აპრილი 2016 წელი

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced