სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს წერილი ელისაბედ II-ს
21/04/2016
მის უდიდებულესობას, ელისაბედ II-ს,
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის
გაერთიანებული სამეფოს დედოფალს
თქვენო უდიდებულესობავ,
მიიღეთ ჩვენი გულითადი მილოცვა და საუკეთესო სურვილები დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. ჩვენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა თქვენთან შეხვედრამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ შედგა ბუკინგემის სასახლეში.
ჭეშმარიტად, თქვენ ბრძანდებით გამორჩეული მონარქი, – გაერთიანებული სამეფოს სამოცდასამწლოვანი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი და მსოფლიო ისტორიის განსაკუთრებული პიროვნება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენი ქვეყნის ბედნიერებით. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი და თქვენი მსახურება მრავალსა წელსა მრავალჟამიერ.
ღრმა პატივისცემით, ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















