Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ტწე

კამპანია „ნუ მოჭრი ბზას“

18/04/2016

საპატრიარქოში დღეს კამპანიის „ნუ მოჭრი ბზას“ ფარგლებში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სხვა პირები მონაწილეობდნენ.

პრესკონფერენციაზე მეუფე თეოდორემ მოსახლოებას ბზობის მოახლოებული დღესასწაული მიულოცა და მოუწოდა, გაუფრთხილდნენ კოლხურ ბზას, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშეა. 

მიტროპოლიტმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ ბზის ნერგები სახლებში გაახარონ. თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კოლხური ბზის გადაშენებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საჯარიმო სანქციებზე ისაუბრა. 

მინისტრის თქმით, სოკოვანი დაავადებისა და ”ბზის სიდამწვრის” გამო საქართველოში ბზა გადაშენების პირასაა. ამდენად, აგულაშვილის განმარტებით, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. 

”საჯარიმოსანქციებისოდენობა, 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1 000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე”, - განმარტა მინისტრმა.

აგულაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გაკეთდა ბზის თესლის ბანკი ჯანსაღი კორომების მისაღებად და ხდება ბზის კალმით გამრავლება.  ამასთან, სამინისტრო მოსახლეობას ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილ ბზას სთავაზობს, რომელიც ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced