სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა XXII საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისადმი
12/04/2016
სერბეთის ქ. პიროტშიკონფერენცია „ლტოლვილთა პრობლემების ქრისტიანული გააზრება აქტუალური რეალობის ფონზე“ გაიხსნა, რომელშიც სხვა ქვეყნების წარმადგენლებთან ერთად, მოანაწილეობას იღებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც. 12 აპრილს, პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა წაიკითხა: დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.
„გულითადად მოგესალმებით, თქვენო უნეტარესობავ, სერბეთის პატრიარქო ირინეოს, თქვენო აღმატებულებავ, სერბეთის პრეზიდენტო, ბატონო ტიმოსლავ ნიკოლოვიჩ, ამ კონფერენციის ორგანიზატორებო და მონაწილენო!
თემა, რომელსაც თქვენ განიხილავთ, ფრიად აქტუალურია, მითუმეტეს ისეთი პროცესების ფონზე, რაც დღეს სირიასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს.
იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც ომის სიმძიმე და ლტოლვილთა ხვედრის სიმწარე არც ისე დიდი ხნის წინ საკუთარ თავზე გამოსცადეს, სერბეთთან ერთად საქართველოცაა.
25 წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია დროებით ვერ აკონტროლებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს (ე.წ. სამხრეთ ოსეთს), – ოდითგან არსებულ თავის ტერიტორიებს. მაგრამ რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, რეალობა ერთია, – ეს არის ქართული მიწები და ადრე თუ გვიან ღვთის სამართალი მათ, ისევე როგორც, ნებისმიერი ქვეყნის უკანონოდ მითვისებულ სხვა მიწებს, თავის ნამდვილ პატრონს დაუბრუნებს. ხოლო ვიდრე სამართლიანობა აღდგება, ხელი უნდა შევუწყოთ დაპირისპირებულ მხარეთა შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.
ძალადობა და ბოროტება ბოროტებასვე შობს და ამრავლებს, სიკეთე და სიყვარული კი, განაქარვებს მტრობას და ქმნის საფუძველს სწორი ნაბიჯების გადასადგმელად.
ვფიქრობ, აღნიშნული კონფერენცია მრავალ საჭირბოროტო საკითხს განიხილავს და საინტერესო წინადადებებს შეიმუშავებს.
ღმერთმა დაგლოცოთ“.
ილიაII
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















