სიახლეები
ბატ. დოქტორ ოტფრიდ იულის სტუმრობა
08/04/2016
გუტენბერგის ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი, მსოფლიო ლუთერანული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი დოქ. ოტფრიდ იული, თანმხლებ პირებთან ერთად, დღეს, 8 აპრილს, უწმინდესმა და უნეტრესმა ილია II-მ რეზიდენციაში მიიღო.
შეხვედრაზე სტუმრებმა მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და გერმანიაში ლტოლვილების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს.
მისმა უწმინდესობამ მწუხარება გამოთქვა ტერაქტებთან დაკავშირებით და თავის მხრივ საქართველოში არსებულ იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორული მთლიანობის დარღევას უკავშირდება, რის პასუხადაც დოქ. იულიმ სრული მხარდაჭერა დააფიქსირა.
საუბარი ასევე შეეხო წმინდა და დიდი კრების თემას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღნიშნა, რომ ბოლო მოსამზადებელი შეხვედრები უკვე დაიწყო და მასში ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებიც აქტიურად არიან ჩართულები, თუმცა რიგ საკითხებში წინააღმდეგობებია და რომ იმედია, კონსენსუსი მიღწეული იქნება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















