სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა, კვიპროსის მთავარეპისკოპოსს
11/04/2016
მის უნეტარესობას,
ქრიზოსტომოს II,
მთავარეპისკოპოსს ახალი იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა
თქვენო
უნეტარესობავ,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად
გილოცავთ დაბადებიდან 75 წლისთავს.
თქვენ თქვენი ცხოვრების მანძილზე დაუღალავად ემსახურებით მართლმადიდებელ ეკლესიას
და დამსახურებულად სარგებლობთ დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით.
ჩვენ
დიდად ვაფასებთ თქვენს მამობრივ ზრუნვასა და სიყვარულს, რომელსაც იჩენთ კვიპროსში
დროებით მყოფი საქართველოს ეკლესიის შვილებისადმი და იმედს გამოვთქვამთ, რომ
თქვენი შემდგომი ღვაწლი კიდევ უფრო განამტკიცებს ძმურ ერთობას ჩვენს ეკლესიებს
შორის.
გისურვებთ, მრავალჟამიერ სიცოცხლესა და ღვთის დიდ წყალობას თქვენს მაღალ
მსახურებაში.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,
ილია
II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















