Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


dsf

ხარების სადღესასწაულო წირვა

07/04/2016

7 აპრილს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხარებისსადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ  აღასრულა, რომელმაც მსახურების  დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.

„როგორც ამბობენ ჩვენი წინაპრები, იმდენად დიდია ხარების დღესასწაული, რომ ამ დღეს ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს და ადიდებს უფალს. ჩვენ ვადიდებთ უფალს და მადლობას ვწირავთ მას, მოგვმადლოს წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული“, – აღნიშნა უწმიდესმა.

წირვას ესწრებოდა საქართველოს პრემირ-მინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც  კათოლიკოს-პატრიარქმა ამბიონზე მიიწვია, დალოცა და ნაკურთხი წყალი ასხურა.

„ დღევანდელ დღეს ადამიანი სიხრულის მახარებელი უნდა იყოს, აი, გეძლევათ თქვენ ლოცვა-კურთხევა, რომ ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი, არა სამწუხარო და არა ნეგატიური, როგორც ჩვენი ტელევიზიები სულ ნეგატიურს გადმოსცემენ და ეს ქმნის სიმძიმეს, სტრესებს, თითქმის არ გადის დღე, რომ არ მოვიდნენ ჩვენთან და არ თქვან, რომ ამა თუ იმ ადამიანმა თავი მოიკლა. სიხარული უნდა ვახაროთ ადამიანებს, ჩავიხედოთ ადამიანის გულში“, – ბრძანა მისმა უწმინდესობამ

პატრიარქმა დღევანელი ქადაგებისას დალოცა რუსები, აფხაზები, ოსები და ტაძარში მყოფი სხვა ეროვნების წარმომადგენლები და მათაც მიულოცა დღესასწაული.

„თქვენ ისეთივე ჩვენი სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში“, – განაცხადა უწმინდესმა. 

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამი ჯარი ეკურთხა, რომელიც აღდგომის მესამე კვირამდე სვეტიცხოველში დარჩება, შემდეგ კი გადაბრძანდება ჯვარზე, მცხეთის მთაზე და უჯარმაში. სასულიერო პირები დღეს მცხეთის ქუჩებს აკურთხებენ

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced