სიახლეები
კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა
29/03/2016
90 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა.
ნანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბადა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში სწავლა რეჟისურის განხრით გააგრძელა, რომელიც 1957 წელს დაასრულა.
ნანა მჭედლიძის პირველი რეჟისორული ნამუშევარი იყო კინო ნოველა სახელწოდებით "ჩქარი მატარებელი," რომელიც მან სადიპლომო ნამუშევრად წარადგინა. 1950-54 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში.
ნანა მჭედლიძე არის რეჟისორი ფილმებისა: "მოდის მატარებელი", "აეროპორტი", "გზაში"(1964), "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"(1967), "დიდედები და შვილიშვილები"(1969), "პირველი მერცხალი"(1975), "ნამდვილი თბილისელი", "იმერული ესკიზები"(1979), "უკვდავების თეთრი ვარდი"(1985). მან, ასევე რამდენიმე ქართულ ფილმში, დაუვიწყარი კინოროლები შექმნა.
ნანა მჭედლიძე არის ავტორი წიგნისა "მხიარული მოთხრობები".
ჯილდოები, პრემიებიდაპრიზები:
· თეირანის IV მსოფლიო კინოფესტივალის 2 "ოქროს ვერძი"-ის მფლობელი
· ფრუნზეს საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი
· საქართველოს სახალხო არტისტი
· სოხუმის კინოფესტივალის გრან–პრი
· ბათუმის კინოფესტივალის გრან–პრი
· მინსკის საკავშირო კინოფესტივალის გრან–პრი
· ობერჰაუზენის მსოფლიო კინოფესტივალის გრან–პრი
· ფლორენციის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან–პრი
· ღირსების ორდენი
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















