სიახლეები
ლექცია - როგორ იწყებოდა ქრისტიანობა იბერიაში
17/03/2016
17 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდთან არსებულ ინტელექტუალურ-შემეცნებით სტუდიაში, "ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამის" ფარგლებში მომდევნო შეხვედრა გამართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა თამილა მგალობლიშვილმა, რომელმაც ჩაატარა ლექცია თემაზე: ,,როგორ იწყებოდა ქრისტიანობა იბერიაში“. ლექტორმა ისაუბრა მსოფლიოს სხავდასხვა კუთხეში წმ. ქალაქ იერუსალიმის ხატებათა შექმნის ტრადიციაზე, რომელიც უკვე მეოთხე საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება და მათ ახალი იერუსალიმები ეწოდებათ. მათ შორის სრულიად გამორჩეულია საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა, სადაც წმ. ქალაქისა და წმ. მიწის წმ. ადგილები სრულად არის წარმოდგენილი.. გარდა წმ. ადგილების სახელწოდებებისა, წმ. ნინოს სახელი, 3 ჯვრის ლეგენდა, ხუთჯვრიანი გამოსახულებაც კვლავ წმ. მიწას და წმ. ქალაქს უკავშირდება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















