სიახლეები
სასულიერო ხელოვნება და სიმბოლიკ
10/03/2016
10 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდთან არსებულ ინტელექტუალურ-შემეცნებით სტუდიაში, "ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამის" ფარგლებში, სალექციო ციკლის -„სასულიერო ხელოვნება და სიმბოლიკა“- მესამე შეხვედრა შედგა, რომელიც ჩაატარა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ასმათ ოქროპირიძემ. ლექციაზე იყო საუბარი სხვადასხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, თუ რამდენად განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან; იყო მცდელობა, ამ მემკვიდრეობათა ინდივიდუალობათა ახსნისა შესაბამისი მსოფლმხედველობებით, რადგან რელიგიები აყალიბებენ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ესთეთიკურ სისტემებს, რომლებიც აისახება ხელოვნებაში . ამ მხრივ განხილული იყო ძველი შუამდინარეთის, ეგვიპტის, საბერძნეთის, რომის აგრეთვე ბიზანტიისა და კათოლიკური არქიტექტურა და სახვითი ხელოვნების განმასხვავებელი მხატვრული ხედვები. გარდა რელიგიური განზომილებისა შემოტანილი იყო გეოგრაფიული გარემო, მისი განუმეურებლობა და შესაბამისი ინტერპრეტაცია სხვადასხვა ქვეყნებსა და ეპოქებში, სხვადასხვა რელიგიების სიმბოლური აზროვნების გამოხატულება არქიტექტურასა და სახვით ხელოვნებაში.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















