სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II - ის საკვირაო ქადაგება (06.03.2016)
06/03/2016
6 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და მან მოწყალების შესახებ ისაუბრა.
“დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ, როგორ განვვლოთ ჩვენი ცხოვრება. ჩვენი ცხოვრება არის გამოცდა და ყველაზე იოლი გზა, ცხონებისკენ მიმავალი, არის მოწყალება, ადამიანის შეწყნარება და დახმარება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რასაც ვაკეთებთ ამქვეყნად, დაგვხვდეს სასუფეველში და მომავალ ცხოვრებაში. ზოგიერთი ამბობს, რომ ადამიანი უნდა მოემზადოს გარდაცვალებისთვის. ეს სწორია, მაგრამ ყველაზე მეტად უნდა მოვემზადოთ მომავალი მარადიული ცხოვრებისთვის”, – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმიდესის თქმით, როცა ადამიანი დახმარებას გასცემს გაჭირვებულზე, დახმარების გამცემი უფრო ხარობს, ვიდრე ვინც მიიღო დახმარება.
“ის, რაც გაეცი, შენია და დაგხვდება, ის გაცხონებს და ის დაგეხმარება. შენი მოწყალება, როგორც ანთებული სანთელი, გაგიძღვება წინ და მიგიყვანს სასუფეველში. მრავალი ადამიანი მინახავს, რომელიც მოწყალებას აძლევდა და ბედნიერად დამთავრდა მათი ცხოვრება”, – ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქმა ქადაგებისას გაჭირვებული ადამიანებისთვის სახლის შესაძენად მრევლს ფულის შეგროვება დაავალა.
“ყოველი ადამიანი უნდა ეძებდეს გაჭირვებულ ადამიანს. ჩვენი შვილები უნდა გავზაროდოთ მოწყალების სულისკვეთებით. მე მაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მრევლმა ვიყიდოთ სახლი და ეს სახლი გაჭირვებული ადამიანებისთვის მოვაწყოთ თავშესაფრად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს მწერლებს, მხატვრებს, ხელოვნების მუშაკებს, რომელთაც არ შეუძლიათ თხოვნა და არ შეუძლიათ ვაჭრობა. მათ უნდა დავეხმაროთ და უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ გამოვიდნენ სტრესისგან. თქვენ ყველას გევალებათ, შევაგროვოთ ფული, ვიყიდოთ ასეთი სახლი, სადაც მივიღებთ გაჭირვებულ ადამიანებს”, – მიმართა მრევლს პატრიარქმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















