Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ლ

სალექციო ციკლი - ,,მოლაპარაკებების ტაქტიკა, ხერხები და გზები“

01/03/2016

2016 წლის 9 თებერალს, ფონდის ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდიაში, პროექტის -  “მედიაცია - კონფლიქტების (მათშორისრელიგიურის) მოგვარებამოლაპარაკებისგზით  ფარგლებში,  ახალი სალექციო ციკლი  - ,,მოლაპარაკებების ტაქტიკა, ხერხები და გზები“ დაიწყო, რომელის ფარგლებშიც  ოთხი შეხედრა ჩატარდა. ლექციებს უძღვებოდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ლაშა ჟვანია.  

პირველი შეხედრაზე წაკითხული იქნა შესავალი ლექცია და ლექტორი ზოგადად შეეხო მოლაპარაკებების ტაქტიკას, ხერხებსა და გზებს. ლექტორმა ისაუბრა მოლაპარაკების ხელოვნებაზე, მოლაპარაკებების დროს წარმოქმნილ შესაძლო წინააღმდეგობებსა და მათი გადალახვის ხერხებზე. აგრეთვე, ისაუბრა მესამე მხარის როლზე და ა. შ.

16 თებერვალს ჩატარდა სალექციო ციკლის მომდევნო შეხვედრა, რომლის თემას წარმოადგენდა ,,მოლაპარაკებათა ფსიქოლოგია“. ლექტორმა ისაუბრა იმაზე, თუ რას გულისხმობს ეფექტიანი მოლაპარაკება; დარწმუნებისელემენტებსა დაგავლენის მოხდენაზე, მოლაპარაკებების წარმოების ინსტრუმენტებზე. ისაუბრა თუ რა მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკების დაწყებამდე ინტერესთა განსაზღვრას, სწორი სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებას;ჟესტიკულაციის, ხმის ტონისა და ტემბრის მნიშვნელობას მოლაპარაკებების დროს, სწორი კომუნიკაციას - ინფორმაციის ჯეროვან გადაცემას და აღქმას; არგუმენტაციის მართებულად გამოყენებას.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სიმულაციურ ვარჯიშს - ორმხრივი მოლაპარაკება მარტივი კომპონენტებით.

20 თებერვალს სტუდიის მსმენელები მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს „ჰარალეთი, ჰარალეთი“. მწერალ გურამ დოჩანაშვილის ეს პიესა დადგა რეჟისორმა ნუგზარ ბაგრატიონმა.

23 თებერვალს მომდევნო შეხვედრა შედგა.  ლექციის თემა იყო ტაქტიკური  მეთოდები და მოლაპარაკების სიმულაციები (პრაქტიკული სამუშაო) - მრავალმხრივი მოლაპარაკებები რთული კომპონენტებით.

შეხვედრა დაეთმო უშუალოდ მოლაპარაკების სიმულაციას. ლექტორმა მსმენელები დაყო ხუთ მხარედ და შესთავაზა პრობლემის მოგვარება მოლაპარაკების გზით  რამდენიმე სბიექტს შორის, რომელთა დავის საგანს წარმოდგენდა სადაო შემნობა-ნაგებობა თბილისის პრესტიჟულ უბანში.

სიმულაციისბოლოს ყოველი დელეგაციიდან ლექტორის მხრიდან დასახელდა საუკეთესო მომლაპარაკებელი. აგრეთვე მოხდა შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მიღება.

1 მარტს სალექციო ციკლის - ,,მოლაპარაკებების ტაქტიკა, ხერხები და გზები“- ბოლო  ლექცია  ,,წარმატების მიღწევის საფუძვლები მოლაპარაკების პროცესში“ ჩატარდა.

15 მარტს, პროგრამის ფარგლებში, ახალი სალექციო ციკლი - ,,კონფლიქტის ფსიქოლოგია“ - იწყება.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced